“არჩილ ხაბაძემ უტიფრად იცრუა”-გიორგი კირთაძე

გიორგი კირთაძესაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ანბანის კოშკის საქმეზე გამოძიება მითვისების მუხლით დაიწყო. წინა ხელისუფლება ობიექტების ერთ ლარად გასხვისებისა და თანხის მიტვისებაში რამდნეიმე დღის წინ აჭარის მტავრობის თავმჯდომარემ დაადანაშაულა და გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დღეს კი, არჩილ ხაბაძე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ტყუილში თავად დაადანაშაულეს და ახალი ხელისუფლების პერიოდში ერთ ლარად გადაცემული ობიექტების ნუსხა შეახსენეს.

გიორგი კირთაძე
გიორგი კირთაძე

“ხაბაძეს დაავიწყდა თვითონ აწერს დოკუმენტებს ხელს , სადაც ის 1 ლარად გასცემს ობიექტებს და მან უტიფრად იცრუა ტელევიზიებთან როდესაც განაცხადა რომ მას არცერთი ობიექტი არ გაუსხვისებია 1 ლარად, მე წამოღებული მაქვს ჩამონათვალი იმ ასეული ობიექტისა, რომელიც ბატონმა არჩილმა თავისი 3 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში გაასხვისა 1 ლარად.

კემპისკი ,რედიოსინ შერატონი, ჰილტონი, ეს ის ბრედნები რომლებიც ჩვენ დროს  ერთ ლარად გაცემულ მიწებზე აშენდა ბათუმში, ამიტომ ხდებოდა სიმბოლურ ფასად გადაცემა, ახლა ვნახოთ ხაბაძის მიერ 1 ლარად გასხვისებულ ობიექტთა ნუსხა თუ რა შემოსავალი და მოგება მიიღო ამით ქალაქმა , აღმოვაჩენთ რომ არაფელი”_განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ბათუმის საკრებულოს წევრმა გიორგი კირთაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ყველა იმ ობიექტის და მიწის ნაკვეთის სია წარმოადგინა, რომელიც აჭარის მთავრობის მეთაურმა ერთ ლარად გასცა. სულ მათი რაოდენობა, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, 200-ია. რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების პერიოდში ერთ ლარად გადაცემულ ობიექტებს, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, ამ ფორმით ბიუჯეტში მილიონობით ლარი შევიდა.