“ჩვენ დავანახებთ ჩვენს მამულიშვილებს იმ ცვლილებებს რასაც დავპირდით”

მუხრან ბურჭულაძე“ჩვენს საზოგადოებაში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი ვინც პოლიტიკურ პროცესს არ აკვირდება, მაგრამ შეიძლება დეტალები ვინმეს გამორჩეს და ეს არაა მოქალაქეების ბრალი…
ეს ლიბერალური დემოკრატიის საუკუნეა და ამ საუკუნის უთანამედროვეს სტანდარტებს ვერავინ გაემიჯნება და თუ გაემიჯნება ჩამორჩება განვითარების ტემპს და გაირიყება.
ამას მსოფლიო პროცესებიც ცხადჰყოფს,- საკმარისია დავაკვირდეთ წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფოების სათავეებში მოსულ პოლიტიკურ ძალებს და რა ფასეულობებს უჭერენ ამ ქვეყნების მოქალაქეები მხარს, ჩვენი მომავალი დიდი ოჯახი – ევროპაც რომ არ ვახსენოთ, საკმარისია აშშ-ის და კანადის ხსენებაც და ყველაფერი ნათელი ხდება.
ყოველთვის მაშინებდა საფრთხე იმისა, რომ საქართველო არ ამოვარდნილიყო მსოფლიო რიტმიდან, რისი საშიშროებაც იყო და იქნება, სანამ ჩვენვე არ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს.
შემთხვევით არაფერი ხდება და ყველა დეტალს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავატაროთ ის პოლიტიკა, რომელიც ყველაზე მისაღებია ჩვენი მოქალაქეებისთვის და ასევე მეგობარი სახელმწიფოებისთვის და გადავდგით ეს ნაბიჯი – დავაფუძნოთ პოლიტიკური გაერთიანება “ლიბერალ დემოკრატები”.
გეტყვით, გვყავს ბევრი მეგობარი რომელიც საქართველოს დიდ დახმარებას გაუწევს განვითარების გზაზე, მაგრამ პირველი დახმარება ჩვენს თავს ჩვენვე უნდა გავუწიოთ.
უმოკლეს დროში ჩვენ დავანახებთ ჩვენს მამულიშვილებს იმ ცვლილებებს რასაც დავპირდით, თუნდაც უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების სახით.”-წერს ლიბერალ დემოკრატების დამფუძნებელი მუხრან ბურჭულაძე საკუთარი ფესიბუქის გვერდზე.