“დაზიანებული ავტობუსის გაჩერებები და ბათუმელების პროტესტი”- (ფოტოები)

გიორგი ერმაკოვიდღესდღეისობით როგორც ფოტოებიდანაც ჩანს უყურადღებოდა მიტოვებული ბათუმში დამტვრეული ავტობუსის მოსაცდელები.

 

ბათუმელები მოუწოდებენ ქალაქის მერს გიორგი ერმაკოვს ყურადღება მიაქციოს ქალაქის ინფრასტრუქტურას, რადგანაც უამრავი პრობლემა დაგროვდა უკვე რომლის გადაჭრაც დროულად უნდა მოხდეს, მაგალითისთვის მოქალაქეებს დამტვრეული და დაზიანებული ავტობუსის მოსაცდელები მოჰყავთ:

” სამარცხვინოა ქალაქში, სადაც ყველაფერი კეთდებოდა დღეს ასეთი სიტუაცია იყოს, სად არის ქალაქის მერი და მერიის სამსახურები, როცა  დაზიანებული მოსაცდელებში ადამიანები ვდგავართ და საათობით ველდოებით ავტობუსებს, თქვენაც ხედავთ როგორ წვიმს და რა აზრი აქ მოსაცდელში დგომას, როცა ფაქტიურად აქაც ისე წვიმს როგორც გარეთ”-განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

“ძინავს ჩვენ მერს , უამრავი პრობლემა უკვე ქალაქში დაგროვილი, ავტობუსის მოსაცდელებს რომ თავი დავანებოთ , ავტომობილით ვერ გამოვსულვარ ქალაქში მეშინია საცობში რომ მოვხვდე სამსახურში დავაგვიანებ და სამსახურს დავკარგავ, გზა აღარ ვარგა უკვე ამ ქალაქში და არაფელს აკეთებენ”- აცხადებენ ადგილობრივები.

ბათუმელების აზრით, ასევე ცუდი სიტუაციაა ავტობუსებში და პრობლემის დროულად გადაჭრისკენ მოუწოდებენ მერიის შესაბამის სამსახურს:

“აუცილებელია მერიამ გააკეთოს ეს დაზიანებული მოსაცდელები ან გამოცვალოს, ვიმედოვნებ რომ მალე მიხედავენ ამ პრობლემას, მაგრამ მოსაცდელებთან ერთად ავტობუსებშიც საშინელი სიტუაციაა.”

ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს, თუმცა ერმაკოვმა ჩვენთან საუბარს და კითხვებზე პასუხების გაცემას დუმილი ამჯობინა.

“ბი ნიუსი” გთავაზობთ ბათუმში არსებული დაზიანებული ავტობუსის მოსაცდელების ფოტოებს: