“ავარიული ქუჩები და მის საქართველოს ჟიურის წევრი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე” (ფოტოები)

ირაკლი ჭეიშვილიბათუმელებისთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი მოუწესრიგებელი ქუჩებია, რომლის რეაბილიტაციაც ბათუმის მერიამ დაიწყო, თუმცა დროში გაიწელა. არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ისიც რომ ახლოს არის ზამთრის სეზონი და აქტიურად ასფალტობეტონის სამუშაოების წარმოება ვერ მოხერხდება, ბათუმელი მძღოლების პროტესტს იწვევს ის რომ სამუშაოები დროულად არ მიმდინარეობს, რაც ქმნის ქალაქში საცობებს და არაკომფორტულს ხდის გადაადგილებას ბათუმის ქუჩებში,

იმ დროს როცა ბათუმში ქუჩების უმეტესობა დაზიანებულია და რეაბილიტაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს ნაცვლად ამ და სხვა პრობლემების მოგვარებისა  , ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი დროს უქმად არ კარგავს და როგორც  “მის საქართველოს”  ჟიურის წევრი კონკურსის მონაწილე გოგონებთან სელფის გადაღებითაა დაკავებული.

“ბი ნიუსი” გთავაზობთ ფოტოებს : 26 მაისის ქუჩიდან, სადაც ამ დრომდე გზა მოუწესრიგებელია და როგორც მძღოლებს ასევე ქვეითად მოსიარულეებს დისკომფორტს უქმნის”.