ცესკო-ს მონაცემებით ორივე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლიდერობენ

ცეესკოცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით საქართველოში ორივე მაჟორიტარულ ოლქში როგორც საგარეჯოში ასევე მარტვილში მმართველი გუნდის წარმომადგენლები ლიდერობენ.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად საგარეჯოში ამ დროისთვის დათვლილი ხმების შედეგები გადანაწილდა ასე – ირმა ინაშვილი 45,83 – თამარ ხიდაშელი 49,05%

რაც შეეხება მარტვილს აქ მმართველი გუნდის წარმომადგენელი მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობს. სოსო დანელიამ დათვლილი ხმების 72,54% მოიპოვა, რაც შეეხება ირმა ინაშვილის თანაგუნდელ ეთერ მეძველიას მან ხმების 27,45% აიღო.

ცესკო-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, რომ დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა არ იგეგმება და ვერც დაიგეგმებოდა, რადგან კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს. როგორც ცესკო-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიებში განიხილება შემდეგ კი სასამართლოში.

შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნებულია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა პოლიციის დახმარებით უჯარმის საარჩევნო უბანზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგების გადატანა საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიაში.

მანამდე შენობა თითქმის 5 საათის განმავლობაში პატრიოტთა ალიანსის ლიდერისა და მისი მხარდამჭერების მიერ იყო პიკეტირებული.

ისინი უჯარმის 13-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა, ღამით მიიჭრნენ. ირმა ინაშვილი მომხრეებთან ერთად ამ კონკრეტული უბნისა და მუხროვანის სამხედრო ნაწილის სპეც-უბანის მონაცემების ბათილად ცნობას ითხოვდა.

მისი მტკიცებით არჩევნები გაყალბდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილებმა ადგილზე მისულ მუხროვანის საარჩევნო კომისიის თავმჯდოარმეს შენობაში შესვლის უფლებაც არ მისცეს.

ირმა ინაშვილის და მისი მომხრეების განცხადებებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა, თავდაცვის მინისტრი გურჯაანში იმყოფებოდა. მისი განცხადებით “გაუგებარია ისტერიკა” რომელსაც ინაშვილის მომხდეები იჩენენ.