სასწრაფოდ: “დავით დეფის თავს დაესხნენ”

დავით დეფიდავით დეფი უცნობმა პირებმა სცემეს.
არსებული ინფორმაციით მას რამდენიმე პირი საცხოვრებელ სახლთან დაესხა თავს., დავით დეფის როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მისივე მტკიცებით, დაპირისპირება ერთ-ერთ მოქალაქესთან მისი ნაწარმოების გამო დაიწყო, რასაც სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.

თავად მწერალი მომხდარს მის მოქალაქეობრივ ხედვებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსგავსი აგრესიისკენ მოქალაქეებს უშულოდ პრემიერმა მოუწოდა.

დეფის თქმით, ინციდნეტში მონაწილე პირს მან საკადრისი პასუხი გასცა და საჭიროდ აღარ ჩათვალა საპატულო პოლიციისთვის მიემართა.