სამეგრელოში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

კრიმინალისამართალდამცველებმა სამეგრელოში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. 1995 წელს დაბადებული ბექა ქ. და 1982 წელს დაბადებული მამუკა გ. ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში იარაღის უკანონოდ შენახვისთვის აიყვანეს.

ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდით და 30 საბრძოლო ვაზნით, „ADLER-2003 LIGHT“-ის მოდელის პისტოლეტი 1 მჭიდით და 6 საბრძოლო ვაზნით, 2 ნიღაბი, 4 წყვილი რეზინის ხელთათმანი და 1 შეკვრა წებოვანი ლენტი ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.