“ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას პენსიების გაზრდისკენ მოუწოდებს

გიგი-წერეთელინაციონალური მოძრაობა ხელისუფლებისგან დანაპირების შესრულებას კვლავ ითხოვს და აცხადებს, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან შესაძლებელია პენსიისთვის დამატებით 50 ლარის გამოყოფა. გიგი წერეთელი ამბობს, რომ 420 მილიონი ლარის გამოძებნა ბიუჯეტში რეალურია.

„ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ მთავრობამ შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები, არასაჭირო პრემიები და დანამატები, ის შესყიდვები, რომლებიც ემსახურება სახელმწიფო მოხელებიის კომფორტს და სხვადასხვა ხარჯები, რომლებიც მათ შესანახად არის ბიუჯეტში და გაზარდოს პენსია მომავალი წლიდან 50 ლარით,“-განაცხადა გიგი წერეთელმა.