"ნაგავსაყრელად ქცეული ქალაქის ცენტრი ბათუმში"

“ნაგავსაყრელად ქცეული ქალაქის ცენტრი ბათუმში” (ფოტოები)

"ნაგავსაყრელად ქცეული ქალაქის ცენტრი ბათუმში"ბათუმში  ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩების  მიმდებარედ ხელოვნების უნივერსიტეტთან , ბათუმის მერიიდან ასი მეტრის მოშორებით ტერიტორია,  ნაგავსაყრელადაა ქცეული.

გავრცელებული ინფორმაციით წინა ხელისუფლების დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერისა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა იგეგმებოდა, თუმცა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის ინიციატივით უმაღლესი საბჭოს შენობა უნდა აშენებულიყო, მაგრამ დღეს უკვე არც ერთი და არც მეორე პროექტი არ განხორციელდა,  იქ არსებული სიტუაცია კი მეტყველებს ქალაქის მთავრობის არაეფექტურ მუშაობაზე.