“ახლა არ არის ძალადობის, რევოლუციებისა ან ფიზიკური ბარიერების აგების დრო,”- დიდი ბრიტანეთის ელჩი

 ალექსანდრა ჰოლ ჰოლი “ახლა არ არის ძალადობის, რევოლუციებისა ან ფიზიკური ბარიერების აგების დრო,”- ეს განცხადება რუსთავი 2-თან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე დიდი ბრიტანეთის ელჩმა გააკეთა. ალექსანდრა ჰოლ ჰოლი პირადი საუბრების მოსმენაზეც ამახვილებს ყურადღებას.

მედიასთან საუბრის დროს ელჩმა ასევე გუშინ გამართული შუალედური არჩევნები შეაფასა და განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიამ პროცედურა ძალიან პროფესიონალურად ჩაატარა.

“მოხარული ვარ, რომ პოლიტიკოსებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან გააკეთეს განცხადებები და გარკვევით აღნიშნეს, რომ ძალადობრივი ინცინდენტების ორგანიზების განზრახვა არ არსებობს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, რაშიც საქართველოს გარკვეული პროგრესი მიღწეული აქვს. შესაბამისად მე მესმის რატომ არის ასეთი ძლიერი ინტერესი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმ ჩანაწერებს, რომლებიც გავრცელდა გასულ კვირას, რა თქმა უნდა ერთის მხრივ შეშფოთებული ვარ, რომ ადამიანების პირადი საუბრები ისმინება, მაგრამ მეორეს მხრივ შინაარსი ამ საუბრების იმედგაცრუებას იწვევს, რადგან საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიის გზაზე და ახლა არ არის ძალადობის, რევოლუციებისა ან ფიზიკური ბარიერების აგების დრო. პროგრესის გზა გადის დემოკრატიაზე,”- აცხადებს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში.