,,შესაძლოა, ვიღაცამ, დაამონტაჟა და ფაბრიკაციის მიზნით გაავრცელა“

13gaketeeeeeeeeჩვენ ასეთი ტიპის აქტივობებს ყოველთვის უნდა შევხედოთ ეჭვის თვალით…შესაძლოა ძალიან ბევრი პროვოკაციები გამოიყაროს ჩვენს წინააღმდეგ-ამის შესახებ განცხადება, ჟურნალისტმა ლასა ტუღუშმა, უკრაინულ საიტზე გავრცელებული ფარული აუდიო მასალების კომენტირებისას გააკეთა. ტუღუშმა არსებულ ვითარებაზე „პირველ რადიოსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, საჭიროა გამოძიებამ სწრაფად გაარკვიოს თუ ვის მიერ იქნა გავრცელებული აღნიშნული ვიდეომასალა და დაადგინოს მისი აუთენტურობა. ლაშა ტუღუში ამბობს, რომ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ბევრი კითხვა არსებობს და კონკრეტული დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით რთულია.

„ეხლახანს დაიწყო გამოძიება და ძნელია იმის თქმა თუ რა შედეგს დადებს გამომძიებელი. წინასწარმეტყველება არ არის კარგი საქმე, თუმცა მე იმედი მაქვს , რომ ჩაბარდა წარსულს არეულობები და რევოლუციური სცენარები. მე იმედი მაქვს , რომ ასეთი დრამატული გაგრძელება არ იქნება. ასევე ძნელია თქმა ვინ ჩაიწერა, რამდენად ბოლომდე აუთენტურია და ასე შემდეგ იმიტომ, რომ ამასაც სჭირდება გამოძიება. რამდენადაც მე ვიცი მიმართეს უკრაინულ მხარეს იმის გასარკვევად თუ საიდან დადეს ეს მასალები იმ საიტზე. თუმცა რამდენად მოხერხდება იმის გარკვევა არ ვიცი, იმიტომ, რომ ადრეც გვქონდა ჩვენ მსგავსი პრობლემები , მაშინაც გაჭირდა მოძება. ზოგიერთ შემთხვევაში აგნებენ, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ აგნებენ. რაც შეეხება იმას, ჩვენებმა მოისმინეს და დადეს თუ გარედან მოისმინეს და დადეს, ესეც ძნელი სათქმელია. პრინციპში გამორიცხული აქ არაფერი არ არის. ჩვენ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ვერ დავადებთ ვერავის ხელს, ვერ ვიტყვით ამან ჩაწერა თუ იმან ჩაწერა, ეს რომ ვთქვათ უნდა გვქონდეს კონკრეტული ფაქტები. ფაქტი კი მხოლოდ ის არის ,რომ სადღაც სხვა ქვეყანაში არსებობს რაღაც საიტი , სადაც დაიდო სატელეფონო საუბარი. იმის იქით ძალიან ძნელია ვთქვათ ვინ აკეთებს ამას. ზოგადად რაც შეეხება ასეთ პროცესებს , ეს საკმაოდ საშიშია, მე არ ვგულისხმობ ტელევიზიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, როდესაც ასეთი სატელეფონო საუბრები იდება ეს არის საშიში, იმიტომ, რომ ხშირად ხდებ , რომ ასეთი ინფორმაცია არის უკანონოდ მოპოვებული, ასევე ხშირად ხდება , რომ ასეთი ინფორმაციები არის გადაკეთებული , თუმცა ხშირ შემთხვევაში ის რაც დაიდება ხოლმე შეესაბამება რეალობას. ვერ გამორიცხავ ვერც ამას იმიტომ, რომ შეიძლება მართლა ყველაფერი ბოლომდე რაც მოხდა ის არის გამოქვეყნებული, მაგრამ ხდება საპირისპიროც, მაგალითად როდესაც ამოჭრიან წინადადებას, ან გადაადგილებენ, ან რაღაც სიტყვას ჩაამატებენ. შესაძლოა ვიღაცამ დაამონტაჟა და შემდეგ ფაბრიკაციის მიზნით გაავრცელა და მერე საზოგადოება იჯერებს. ამიტომ ჩვენ ასეთი ტიპის აქტივობებს ყოველთვის უნდა შევხედოთ ეჭვის თვალით და მე როგორც ჟურნალისტი ასეც ვუყურებ ამას, თან გარკვეული გამოცდილებაც სახელმწიფო კომისიაში მუშაობის და ვხვდები, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციების მიმართ ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ შესაძლოა ძალიან ბევრი პროვოკაციები გამოიყაროს ჩვენს წინააღმდეგ. მე ვგულისხმობ მთლიანად ქვეყანას და არა პოლიტიკურ ძალებს. ბევრია დაინტერესებული იმით, რომ შიგნით გაართულოს ვითარება, დაგვაპირისპიროს ქართველები ერთმანეთს, იმისთვის, რომ ამით ხეირი ნახონ. ჩვენ ახლა რეალურად გვჭირდება მშვიდობა, იმიტომ, რომ საკმაოდ რთულ პროცესსში ვართ და საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური კონტექსტია ჩვენს გარშემო. გარშემო ისვრიან, ომებია, გველოდება საკმაოდ დაძაბული არჩევნები, გვაქვს წინ ევროინტეგრაციის პროცესი, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ”,-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.