შეერთებული შტატები სირიაში სპეცდანიშნულების რაზმს აგზავნის

აშშშეერთებული შტატები სირიაში სპეცდანიშნულების რაზმს აგზავნის. ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 50 კაციანი სპეცკონტინგენტი გაემგზავრება.

სამხედროები სირიის ოპოზიციურ ძალებს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებაში დაეხმარებიან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი ჯარისკაცები სირიის ტერიტორიაზე ღიად იმოქმედებენ.

პარალელურად, კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა ვენაში, რომელსაც პირველად ესწრებოდა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. შეხვედრის მონაწილეები კრიზისის დასარეგულირებლად რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა ბაშარ ასადის გადადგომასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია კვლავ ვერ შეიმუშავეს.