,,ყველაფერი უკან მოგვრჩება“ – დავიწყებული დეოკუპაცია

14mavtulxxxxxxასე უკანაპლანზე გადაწევა იმ საკითხისა , რომელსაც ჰქვია დეოკუპაცია არ შეიძლება -ამის შესახებ განცხადებას, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი აკეთებს. ტაბლიაშვილი აღნიშღნინიშნულ საკითხზე „პირველ რადიოსთან“ საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს უსაფრთხოებისა და დეოკუპაციის საკითხმა უკანაპლანზე გადაიწყია. მისი თქმით, ეს არის პროცესი , რომელზეც პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები აქტიურად უნდა ამახვილებდნენ ყურადღებას. „ თუ ჩვენ კონცენტრაციას არ მოვახდენთ ამგვარ თემებზე ყველაფერი უკან მოგვრჩება“-აცხადებს ჟურნალისტი.

„ჩვენი ქვეყნის წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის საგარეო ფრონტზე. გამოწვევები ეხება როგორც ერთის მხრივ დეოკუპაციის საკითხს, ასევე უსაფრთხოებას მთლიანად, რომლის საფრთხის წინაშეც ვართ ჩვენ მრავალი პროცესის გათვალისწინებით, ვგულისხმობ, როგორც უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს. სამწუხაროდ ქართული საზოგადოება მთლიანად და მისი შემადგენელი ნაწილი, როგორც პოლიტიკური სპექტრი ან საზოგადოებრივი ჯგუფები ამაზე ნაკლებად საუბრობენ. არადა მართებული ტერმინია ყველაფერი უკან მოგვრჩება, თუ ჩვენ კონცენტრაციას არ მოვახდენთ ამგვარ თემებზე, როგრც გლობალური სივრცის წევრები და ერთის მხრივ მომხმარებლები თავად უსაფრთხოებისა და მეორეს მხრივ კონტრიბუტორები. ვგულისხმობ ჩვენი საჯარისო ნაწილების მონაწილეობას სამშვიდობო მისიებში. ამ თემათა ნაწილია სწორედ თქვენს მიერ ხსენებული დეოკუპაციის საკითხი, რომელიც კვლევების თანახმად ბოლო წლებია არ ყოფილა პირველი და უფრო სოციალურ საკითხებზე ამახვილებდა ჩვენი საზოგადოება ყურადღებას. თუმცა ასე მინავლება, ასე უკანაპლანზე გადაწევა იმ საკითხისა , რომელსაც ჰქვია დეოკუპაცია კონკრეტულად ან უსაფრთხოება ზოგადად , არ შეიძლება და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ამაზე უნდა ამახვილებდნენ ყურადღებას. ვგულისხმობ, პირველ რიგში, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც , რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. იმიტომ, რომ რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას და თუ ახლა არ მიმდინარობს კონკრეტულად ბორდერიზაციის პროცესი, ეს არ ნიშნავს იმას , რომ რუსეთს არ აქვს ჩაფიქრებული სხვადასხვა სახის პროვოკაციები ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დაასუსტებს ჩვენს ისედაც მყიფე უსაფრთხოების მქონე ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.