“ქრთამსა და კორუფციას შეწირული ბაგრატიონის ქუჩის რეაბულიტაცია ბათუმში”

Безымянныйბათუმელებისთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი მოუწესრიგებელი ქუჩებია, რომლის რეაბილიტაციაც ბათუმის მერიამ დაიწყო, თუმცა დროში გაიწელა.

“ბი ნიუსი” დაინტერესდა ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებით , რომლის დასრულების შემთხვევაში ბათუმის ქუჩების  საცობებიდან განტვირთვა მოხოდებოდა ,  სულაბერიძე შავშეთის ქუჩის მონაკვეთში გრუნტის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს, ბაგრატიონის ქუჩის სრული რეკონსტრუქციისთვის 16 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი და სამუშაოებს ბიზნესმენ გია ჭყონიას “შპს გზა” ახორციელებს,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ჯერ კიდევ 2014 წლის 18 სექტემბერს მოინახულა პირადად ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც მან განაცხადა რომ ” აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდებოდა”  ჩვენი ინფორმაციით  არჩილ ხაბაძესა და ბიზნესმენ გია ჭყონიას შორის მოხდა გარიგება ე.წ “ატკატებთან” დაკავშირებით, სწორედ 16 მილიონ 500 ათასი ლარიდან  3 მილიონ ლარზე მეტი ღარიბაშვილის ცოლის ნათესავმა  ჯანყარაშვილმა და ხაბაძემ გაინაწილეს,  სწორედ ამას შეეწირა ბაგრატიონის ქუჩის სამშენებლო სამუშაოები, რომელი ქუჩის სამშენებლო სამუშაოებიც უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო.

საზოგადოებას შევახსენებთ რომ ბიზნესმენი ჭყონია ხაბაძის ახლო მეგობარია, მას ხაბაძის  ჯიბის ბიზნემენათაც კი მოიხსენებენ , უფრო მეტიც საზოგადოებას შევახსენებთ რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხაბაძე ხშირად სტუმრობს ბიზნესმენის ოფისს,სანდო წყაროსგან მოწოდებული ინფომაციის თანახმად საქმე მასშტაბურ ელიტარულ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს, კულუარული ინფორმაციით ჭყონიას ბიზნეს ინტერესებს არჩილ ხაბაძე აქტიურად ლობირებს, კორუფციული სქემა მარტივია – სახელმწიფოს გამოცხადებულ მრავალმილიონიან პროექტებს აჭარაში ჭყონიას კომპანიები ახორციელებენხაბაძეს მისი მეგობარი ბიზნესმენი ჭყონია ხშირად დაჰყავს საზღვარგარეთ ვიზიტების დროს, ჭყონიას განამრტებით ის გვერდით მდგომი ბიზნესმენია.

ამავე თემაზე იხილეთ: “26 მილიონიანი ტენდერი და ქართულ ოცნებაზე ჩარიცხული მილიონები”