,,სხვა მტკიცებულებები იქნება მოსაპოვებელი” – რა არ არის საკმარისი მიროტაძისთვის?

5orptazeსაპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ანი მიროტაძის აზრით, ფარულ ჩანაწერებთან ერთად 315 მუხლით გამოძიება სხვა მტკიცებულებებითაც უნდა იყოს გამყარებული. დეპუტატი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ყველა მტკიცებულების მოპოვების მიხედვით უნდა დადგინდეს კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი. ამასთან ანი მიროტაძე ფარულ მოსმენაზეც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ აუცილებელია დადგინდეს მათი წარმომავლობა . “ყველა შემთხვევაში გამოძიება უნდა მივიდეს ლოგიკურად დასასრულამდე, ანუ ის რომ საქმე აღიძრა, ეს არის ძალიან ლოგიკური და ვფიქრობ, რომ უნდა აღძრულიყო, შესაბამისად უნდა დაიდოს ყველა მტიცებულება და იმის მიხედვით უნდა დადგინდეს ბრალეულობის საკითხი, ასე რომ ახლა ძალიან რთული იქნება რამის თქმა მითუმეტეს დაკითხულები არიან დამიანები, რომელბიც უშუალოდ ფიგურირებენ ამ ჩანაწერებში და ალბათ ეს მარტო საკმარისი არ იქნება, კიდევ სხვა მტკიცებულებები იქნება მოსაპოვებელი. რაც შეხება ფარულ მიყურადებას, რა თქმა უნდა უკანონო ფარული მიყურადება დასაგმობია ყველა შემთხვევაში, თუმცა მე არ ვიცი არ მსმენია და არ წამიკითხავს ჯერ არსად, რომ ეს ჩანაწერები არის მოპოვებული ქართული მხარის მიერ. ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში არესბობს ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მოპოვებული არის უკრაინული მხარის მიერ. შესაბამისად დაწყებულია ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობა, რაც მიგვიყვას ლოგიკურ დასასრულამდე, თვითონ ფაქტი უკანონო მოსმენების რა საკვირველია დასაგმობია, მაგრამ თუ აქ ქართული მხარის მონაწილეობა არ იკვეთება, აქ ძირითადად გასარკვევია რამდენად კანონიერად ხორციელდებოდა მოსმენები”,-განაცხადა ანი მიროტაძემ.