რუსი ტურისტებით სავსე თვითმფრინავი გაუჩინარდა

თვითმფრინავირუსული სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმელშეიხიდან სანქტ–პეტერბურგში მიფრინავდა, რადარებიდან გაქრა.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ეარბას 321–თან კავშირი აფრენიდან 23 წუთში, ლარნაკის რაიონში გაწყდა. გავრცელებული ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი და 200–ზე მეტი მგზავრი იმყოფება. უმეტესობა მათგანი რუსი ტურისტია.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავმა სინას ნახევარკუნძულის თავზე კატასტროფა განიცადა. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ეგვიპტის პრემიერ–მინისტრმაც დაადასტურა.