რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს აამოქმედებს

12kreml-pol-22016 წლის პირველი იანვრიდან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს აამოქმედებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა. “1 იანვრიდან უკრაინასთან მიმართებაში აიწევს საბაჟო-სატარიფო განაკვეთი, რაც დაკავშირებულია უკრაინის გადაწყვეტილებაზე აამოქმედოს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმება. გარდა ამისა, უკრაინაზე, როგორც ანტირუსულ სანქციებზე მიერთებულ სახელმწიფოზე, რუსეთის საპასუხო ეკონომიკური ზომები გავრცელდება”, – წერს რუსეთის მთავრობის მეთაური