მრავალი საუკუნის განმავლობაში ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი გაგვიკეთებია-ივანიშვილი

149bizinaსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისში საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორქის საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევისა და გახსნის ცერემონიას დაესწრო.ყოფილმა პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო და სომხეთი ცხოვრობს ძმობასა და კეთილმეზობლობაში.მისი თქმით,ეს არის საოცრად ლამაზი ეკლესია, რომელიც მეგობრობის სიმბოლოა.

“ამდენი საუკუნეა ჩვენ მეზობლად ვცხოვრობთ და ძალიან ცოტა წყენა შეიძლება გავიხსენოთ. კამათი, რაც ორ ერს შორის გრძელდება შეიძლება ითქვას არის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური. ჩვენ ვკამათობთ რომელი კულტურის ძეგლი ვის ეკუთვნის. თუ ისტორიას ვუყურებთ, სახელმწიფოებს შორის მეგობრობა ძალიან რთულია. ჩვენ მრავალი საუკუნის განმავლობაში ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი გაგვიკეთებია. სომხური ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა. ის საოცრად ლამაზია. ამაში მეც მივიღე მონაწილეობა და ძალიან ამაყი ვარ”, – განაცხადა ივანიშვილმა.