მოსამართლემ პროკურატური ბრალდება განაჩენად გამოიტანა-თარგამაძე ე.წ. კორტების საქმეზე

გივი თარგამაძე„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გივი თარგამაძე გუშინ, სასამართლოს იმ გადაწყვტილებას გამოეხმარუა, რომლის თანახმადაც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. კორეტების საქმეზე განაჩენი გამოიტანა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, გამოტანილი განაჩენი პროკურატურის ბრალდების პირდაპირ გადმოტანა იყო.
„გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი დაკვეთა აღასრულა და ურთმელიძეთა რიგს კიდევ ერთი მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზიშვილი შეემატა. ამ შემთხვევაში ცნობილი არაა რითი დააშანტაჟეს ის, მაგრამ მან კორტების საქმის განაჩენში, პრაქტიკულად პირდაპირ გადმოიტანა გპროკურატური ბრალდება და ქვეყნის წინაშე დამსახურებულ პოლიციელებს, მათ შორის საომარ მოქმედებებში მონაწილე, მრავალი ჯილდოს მფლობელ ადამიანებს სასჯელის სახით 12, 6 და 3 წელი განუსაზღვრა.
მთელი ამ პროცესის მიმდნარეობა მეტყველებს იმაზე, რომ განაჩენი ჯერ კიდევ 3 წლის წინ იყო განსაზღვრული, როდესაც ეს შემთხვევა „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ იყო გამოყენებული.
პროცესის განმავლობაში ბრალდებულებზე უხეში ზეწოლა ხორციელდებოდა. მათი გადაყვანა ხდებოდა იმ საპატრულო დაწესებულებებში, სადაც მათ, ამ პერიოდში ყოფნა არ ეკუთვნოდათ, ეს იყო გლდანის მე-8 დაწესბეულება, სადაც მათზე პატიმრების მიერ მასიური ზეწოლა და მუქარა ხორციელდებოდა. სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა მეთაურმა, კახაბერ ნაკანმა, თვითმკვლელობაც კი სცადა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს ის შესაბამის დაწესებულებაში.
გარდა ამისა, პროკურატურა უხეში ჩარევებით ცდილობდა მათთვის სასურველი ჩვენებები მიეღო, ზეწოლით, სანაცვლოდ თავისუფლებისა და ფულის შეთავაზებით. ასეთი ზეწოლის შემდეგ მათ სპეცრაზმელთა ნაწილისგან მიიღეს სასურველი ჩვენებები და შესაბამისად ისინი თავდებით გაათავისუფლეს, შემდეგ კი საერთოდ აიცილეს განაჩენი.
გუშინდელი განაჩენი წმინდა პოლიტიკური იყო, ვინდაიდან ბადრი კოჭლამაზიშვილმა განაჩენის გამოცხადება პოლიტიკური განცხადებით დაიწყო, როდესაც თქვა, რომ ეს იყო არა კრიმინალთან ბრძოლა, არამედ სისხლიანი დაგეგმილი სპეცოპერაცია ანგარიშსწრების მიზნით.
ვარწმუნებ ამ ადამიანებსაც და ბიძინა ივანიშვილსაც, რომ 1 წელიწადში ისინი შეძლებენ სამართლიანი სასამართლოს წინაშე დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე და გათავისუფლდნენ. რაც შეეხება კოჭლამაზიშვილს, მას ჰქონდა გარკვეული რეპუტაცია აქამდე – სამართლიანი ადმაიანის, სამწუხაროა, რომ 1 წელი ვერ მოითმინა და ეს ყველაფერი წყალს გაატანა.“ – განაცხადა გივი თარგამაძემ.