ინციდენტი საგარეჯოში- “პატრიოტთა ალიანსის” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

8archინციდენტი საარჩევნო უბანზე-საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, მე-20 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ერთმანეთს “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლის ირმა ინაშვილისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლის თამარ ხიდაშელის მომხრეები დაუპირისპირდნენ. “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები აცხადებენ,რომ სოფლის გამგებელი გიორგი ჭიაბერაშვილი, ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს. დაპირისპირება საარჩევნო უბანზე ჭიაბერაშვილის მისვლას მოჰყვა. ამ დროისათვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა სოფლის მცხოვრებლები საარჩევნო უბანთან არიან შეკრებილები.