დაჭრილი ჯარისკაცებისთვის განსახორციელებელ პროექტებზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს

ჯარიდაჭრილი ჯარისკაცებისთვის განსახორციელებელ პროექტებზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს. დისკუსია გამარჯვება პარტნიორობისთვის ალიანსმა გამართა. ორგანიზაციის მუშაობა შეაფასა მისმა დამფუძნებელმა შონ მალკეჰიმ.

„ჩვენი ორგანიზაციის მიზანია დავეხმაროთ დაჭრილ ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს. ჩვენ ვცდილობთ გავმართოთ დისკუსიები და განვავითაროთ ეს სფერო. უკვე ბევრი ჰუმანიტარული პროექტი განვახორციელეთ, ასევე დაჭრილი ჯარისკაცები ჩავრთეთ თბილისის მარათონში. ამ ადამიანების დასახმარებლად ვცდილობთ და გვაქვს კავშირი სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სამინისტროებთან. დღევანდელი დისკუსიაც სწორედ ახალი პროგრამების შემუშავებას ეხება,“ – განაცხადა შონ მალკეჰიმ.

გამარჯვება პარტნიორობისთვის ალიანსი მარტში დაარსდა და დაჭრილი სამხედროებისთვის სხვადასხვა ღონისძიება გამართა.