“ბათუმელები ერმაკოვს დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ”

Безымянныйბათუმში სულაბერიძის ქუჩის მცხოვრებლები სათამაშო მოედნის რეაბილიტაციას 2 წელია ითხოვენ.

“ბი ნიუსს” ადგილბორივებმა განუცხადეს რომ  ქალაქის მერმა ერმაკოვმა დაივიწყა თავისი დანაპირები და დაივიწყა საკუთარი ამომრჩევლები, მათი თქმით ხელიუფლებას ისინი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება.

“არც ეზო არ გვაქ, არც გზა, იმიტომ რომ არაფელს არაკეთებენ , ერთი საფეხბურთო სტადიონი გვქონდა და ისიც აღარა რადგან დაზიანდა, არჩევნების დროს გიროგი ერმაკოვი ამჟამინდელი ქალაქის მერი ახალგაზრდებს დაგვპირდა ამ სტადიონის რეაბილიტაციას, თუმცა დანაპირები დღემდე არ შეუსრულებია”_განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

“არაერთხელ მივმართეთ მერიას რომ მოგვაქციონ ყურადღება, თუმცა უშედეგოდ ვითხოვთ ორი წელია სტადიონის და საბავშო ატრაქციონების  რეაბილიტაციას, ამ ხელისუფლებას მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით და ხმებისთვის ვჭირდებით, დაგვივიწყეს  ხალხი, თუმცა რა გვიკვირს, როცა ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობიზა ვერ მოუბია თავი ამ მთავრობას პატარა სტადიონის რეაბილიტაციას როგორ მოახერხებენ.”_აცხადებენ ადგილობრივები.