გაზის, წყლისა და გზის გარეშე დარჩენილი სოფელი განთიადი

წყალიგაზიფიცირების მოთხოვნით სოფელ განთიადის მოსახლეობამ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ აქცია გამართა. მოქალაქეთა თქმით, სამი წელია მუნიციპალიტეტის გამგეობიდან პასუხს ელოდებიან, თუმცა უშედეგოდ. აქციაზე შეკრებილებმა წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პრობლემების მოგვარებაც მოითხოვა. მოსახლეობა გამგებელთან შეხვედრას და პასუხის მირებას პირადად მისგან ითხოვს. ნადიმ ვარშანიძის ადგილზე არ ყოფნის გამო, მათ გამგებლის თანაშემწე შეხვდა. ნუგზარ აბაშიძემ მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მატი ნაწილის მოგვარებას დაჰპირდა . რაც შეეხება გაზიფიცირების პროცესს, ნუგზარ აბაშიძის თქმით, გამგეობას საკითხი გამგეობის კომპეტენციას სცდება.

წყარო: “ტვ25”