„ხელისუფლების რეპუტაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ნულს უტოლდება,” – სერგო რატიანი

სერგო რატიანიმიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეჩერების საკითხს ნაციონალური მოძრაობის წევრები ეხმაურებიან.

სერგო რატიანი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება თავისი ქმედებებით სახიფათო ხდება.

„ხელისუფლების რეპუტაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ნულს უტოლდება. ეს ხელისუფლება თავისი ქმედებებით სახიფათო ხდება,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

გიგი წერეთლი აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს ამის ბერკეტი. გიგი წერეთლისთვის გასაკვირია, აქამდე რატომ არ მიიღო ხელისუფლებამ ამგვარი გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ რომ

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმევა. მიზეზად მინისტრმა სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება დაასახელა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოდესის გუბერნატორია.

“შემოვიდა ოფიციალური ნოტა უკრაინულ ენაზე, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი მიღებულ იქნა უკრაინის მოქალაქედ და ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია. მოცემული ნოტის საფუძველზე, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური დოკუმენტია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით, დღეს ჩვენ ვიწყებთ მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმეს. აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება ოდესაში დაინტერესებულ პირს თავად, რომელსაც მიეცემა გონივრული დავა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.