„წითელი ხაზების გადალახვა მზადდებოდა ძალისმიერი მეთოდებით” – გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკისაპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები საქმეში არსებულ დამატებით ოპერატიულ მასალაზე საუბრობენ. თუმცა, ისინი დეტალებზე არ საუბრობენ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სწორედ ამ მასალაზე დაყრდნობით მიიღეს გუშინ სამართალდამცველებმა გუშინ გადაწყვეტილება და ხდებოდა რუსთავი 2-ის შენობასთან ავტომანქანების შემოწმება.

„პოლიციელებს აქვთ დათვალიერების უფლება, მითუმეტეს, როდესაც არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, მითუმეტეს, როდესაც ამ ჩანაწერებიდან ჩანს, რომ გარკვეულ რევოლუციურ გეგმას ისახავდა მიზნად ნაციონალური მოძრაობა, სამწუხაროდ, ისევ რუსთავი 2-ის გამოყენებით,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა

ხდებოდა თუ არა უკანონო მოსმენები, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პასუხს ამ საკითხს სასამართლო გასცემს.

„წითელი ხაზების გადალახვა მზადდებოდა ძალისმიერი მეთოდებით. ახლა აქცენტის გადატანა უნდათ, ვინ ჩაიწერა და რატომ მოუსმინეს,“ – აცხადებს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობაში მოლოდინი აქვთ, რომ სამართალდამცველებთან აქტიურად ითანამშრომლებენ უკრაინელი კოლეგები.

დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება ვიცე სპიკერმა გააკეთა.

„სხვა ქვეყნის თანამდებობის პირი როდესაც ერევა, ამ შემთხვევაში სხვა ქვეყანაში არეულობების მოწყობაში, ეს არის სხვა დონის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლების წინაშეც ამასთან დაკავშირებით ალბათ, რაღაც კითხვები უნდა დაისვას,“ – აცხადებს ზვიად ძიძიგური.