“ყველაფერს დაკარგავ მიშა”-ყანდიაშვილი

კოკა ყანდიაშვილიჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სკანდალური ჩანაწერების გავრცელებას ეხმაურება და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართავს.

“ყველაფერს დაკარგავ მიშა. ყველაფერს რასაც დაუმსახურებლად დაეპოტინე. მეცოდები.

კანონიერად არის მოპოვებული ცნობილი აუდიოჩანაწერები თუ არა?- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა სცადა. მისი თქმით, მიხეილი სააკაშვილი ძებნილია და ლოგიკურია, თუ მას სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენენ.

„1. ამჟამად – უცნობია ვის მიერ არის ჩაწერილი ეს საუბრები.
2. ამჟამად – უცნობია ვის მიერ არის გავრცელებული – ატვირთული უცხოურ საიტზე.
3. ცნობილია – რომ სააკაშვილი მიხეილი ძებნილია, და ლოგიკურია რომ მას უსმენდეს სპეც.სამსახური და სავარაუდოდ არა მხოლოდ საქართველოსი. მინიმუმ ამერიკა, რუსეთი და უკრაინაც დაინტერესებული იქნება ამ პარაზიტის სივრცით.
4. ჩვენი საზოგადოება, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ამ მოსმენებისა და ჩანაწერების გავრცელების თემას, და ეს უნდა მოვახდინოთ, როგორც კი დასრულდება ეს ანონსირებული “რევოლუცია” – და სასამართლო სათანადოდ დასჯის ბოროტმოქმედებს.
5. ველი ისტებლიშმენტის, ჩვენი და მეგობარი ქვეყნების მთავრობების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის – შესაბამის შეფასებებს, ამ ჩანაწერების შინაარსზე – და ნიციონალების გეგმებზე – ბარიკადები, ბოევიკები, სროლა, შვილიანი დედის მკვლელობა და ასე შემდეგ.
6. სრული უნდობლობა – ნაციონალურ მოძრაობას და ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც რუსთავი 2 ის საკითხს – სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად ფუთავს და სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებს საზოგადოებას.
7. თუ მართალია, რომ ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა რუსთავი 2 – ჩანაწერების გავრცელების მერე – ეს ნამდვილად მისასალმებელია და ამ ადამიანებმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაკარგონ სამსახური.
8. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვიდად დამთავრდება. გიგის, დათას და ვანოს – ახალი მეზობლები შეემატებათ. რუსთავი 2 – კვლავ იქნება ყველაზე საინტერესო და კრიტიკული არხი საქართველოში – განთავისუფლებული ნაციონალების კლანჭებიდან.
9. მადლობა ყველას – ვინც კანონითა თუ უკანონოდ გადარჩინა ის ერთი შვილიანი დედა სიკვდილს – ანუ გადაგვარჩინა თითოეული ჩვენთაგანი. საქართველო გადაარჩინა.
10. გილოცავთ – ჩვენ ყველა ვხვდებით, ვგრძნობთ – ნაციონალების 12 წლიანი პარპაში დასასრულს მიუახლოვდა” – წერს კოკა ყანდიაშვილი.

“-წერს ყანდიაშვილი.

2 thoughts on ““ყველაფერს დაკარგავ მიშა”-ყანდიაშვილი

  1. ყანდიაშვილი ისედაც დარეხვილი იყო, მაგრამ ასეთი სულელი არ მეგონა! სორრი…

    Like

დისკუსია დახურულია.