“ყველაზე დიდ სკეპტიკოსსაც აღარ შეაქვს ეჭვი, რომ რუსთავი 2-ში გვარამიას წინააღმდეგ შანტაჟს ჰქონდა ადგილი”, – ზაალ უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილირუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად შანტაჟს იყენებს.

“ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი იყო სასამართლო, რომელსაც, პრაქტიკულად, სახე დაკარგული აქვს და ეს ჩვენმა პროცესებმა აჩვენა. თუმცა ბოლო დღეებში ახალი იარაღი გამოჩნდა და ეს არის შანტაჟი. რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ჯერ ოჯახის წევრების უსაფრთხოებით და შემდეგ ვიდეო და აუდიო მასალების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და ეს მუქარა გუშინ ხელისუფლებამ ნაწილობრივ აასრულა.

 

“მე მგონი ყველაზე დიდ სკეპტიკოსსაც აღარ შეაქვს ეჭვი, რომ რუსთავი 2-ში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შანტაჟს ჰქონდა ადგილი, ამ შანტაჟის მთავარი მიზანი ორი რამ იყო, პირველი, რომ თავად, ნიკა გვარამია დაეზარალებინა, და მეორე თავად რუსთავი 2-ში განხეთქილება შეეტანათ. მე მინდა ამ ჩანაწერების ავტორებსა და სულის ჩამდგმელებს ვუთხრა და გავუცრუო იმედები, რომ ამ ჩანაწერებით ნიკა გვარამია ვერაფრით ვერ დაზარალდება და მეორე, რუსთავი 2 დღეს კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერია და ამისთვის შემიძლია მადლობაც გადაგიხადოთ,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ნიკა გვარამია აცხადებს ყველა ჩვენებას, რომელიც მისთვის ცნობილია.

მე ვიცი რას ნიშნავს ხელისუფლების მიზნით სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება, მე თავად ვიყავი ამ შეთქმულების მსხვერპლი 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოშიი მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ამის გამო ჩემი ოჯახი მნიშვნელოვნად დაზარალდა. მე თავად ვიყავი სახელმწიფოს წარმომადგენელი, როდესაც 2007 წელს საქართველოში იგეგმებოდა სახელმწიფო შეთქმულება და გადატრიალება და ვიცი, რას ნიშნავს სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისთვის სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ ყოფნა. მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მუშაობს სახელმწიფო უწყებებში, იძიებს და აკეთებს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. თუ ვინმეს, ამ ქვეყანაში უნდა სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ის უნდა დაისაჯოს აუცილებლად, ყოველთვის, ამ მთავრობის თუ ნებისმიერი მთავრობის დროს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში – ეს არის ხალხის მიერ არჩეული ძალა და ხელისუფლების დამხობა არის ხალხის ნების წინააღმდეგ სვლა. ოღონდ, საკუთრივ ხელისუფლებასაც უნდა ახსოვდეს, რომ ის პასუხისმგებელია ხალხის წინაშე და ხალხის წინააღმდეგ სვლა მისთვისაც არის დანაშაულებრივი.

ამიტომ მოვუწოდებ ყველა საგამოძიებო და ძალოვან სტრუქტურას, მოექცეს სამართლის მოთხოვნის ჩარჩოებში, ნუ გახდება კონკრეტული პირების ბრძანებების აღმასრულებელი და ნუ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს. ეს არის მათი ვალდებულება, რომელის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი მკაცრად აგებენ კანონის წინაშე პასუხს და წარსდგებიან სამართლიანი სასამართლოს წინაშე და არა მოსამართლე ურთმელიძის სასამართლოს წინაშე. ქვეყანაში ისედაც ძალიან მძიმე და დაძაბული სიტუაციაა.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, იფიქრონ საკუთარი გამოხატვის იმგვარ ფორმებზე, რომელიც ამ სიტუაციას კიდევ უფრო მეტად არ დაძაბავს და არ მიიყვანს მოვლენების ესკალაციამდე, როდესაც ერთის მხრივ, ხელისუფლებას სხვა გზა არ რჩება, გარდა გადამწყვეტი ქმედებებისა და მეორეს მხრივ, თავად პოლიტიკოსები შედიან იმგვარ ჩიხში, როდესაც სხვა გზა არ რჩებათ, გარდა გადამწყვეტი მოქმედებისა. ნუ მივალთ გადამწყვეტი მოქმედებების ეტაპზე. ეს არ აძლევს ხელს არცერთ მხარეს ამ ქვეყანაში. ჩვენ ჩვენის მხრივ, მოვლენებს გავაშუქებთ ისე, როგორც ვხედავთ და როგორც მიგვაჩნია საჭიროდ. ეს არის ჩვენი უფლება და კონსტიტუციით გარანტირებულია ეს უფლება. ამიტომ, ყველაფერს ვიზამთ, ბოლომდე დავიცვათ კომპანია და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე.

იმ შემთხვევაში თუ მე ვრჩები დღეს საგამოძიებო უწყებაში. რადგან, ყოფილა ასეთი შემთხვევა, როდესაც შევედი და ვეღარ გამოვედი, ჩემს მოვალეობას შეასრულებს ჩემი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, რომელიც ამ კომპანიის მთავარი სახეა. ოღონდ, არავის ქონდეს იმის იმედი, რომ ჩემი გასვლით და ზალიკოს დარჩენით რაიმე შეიცვლება. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით კომპანიის ინტერესების სადარაჯოზე. არაფერი თქვენი განზრახვებიდან, ძვირფასი საქართველოს ხელისუფლებავ, არ გამოვა. რუსთავი 2 ჩვენია,” – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, სამაუწყებლო კომპანიისა და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

“უპირველეს ყოვლისა მინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში ამ ეზოში, თუ ეზოს გარეთ ჩვენთან ერთად ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას იცავდნენ,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, მთავრი მოთხოვნაა, რომ ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება შეძლონ ჟურნალისტებმა. უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ რუსთავი 2 დღეს ერთიანია.

“ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი იყო სასამართლო, რომელსაც, პრაქტიკულად, სახე დაკარგული აქვს და ეს ჩვენმა პროცესებმა აჩვენა.

თუმცა ბოლო დღეებში ახალი იარაღი გამოჩნდა და ეს არის შანტაჟი. რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ჯერ ოჯახის წევრების უსაფრთხოებით და შემდეგ ვიდეო და აუდიომასალების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და ეს მუქარა გუშინ ხელისუფლებამ ნაწილობრივ აასრულა.

მე მგონი ყველაზე დიდ სკეპტიკოსსაც აღარ შეაქვს ეჭვი, რომ რუსთავი 2-ში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შანტაჟს ჰქონდა ადგილი, ამ შანტაჟის მთავარი მიზანი ორი რამ იყო: პირველი, რომ თავად, ნიკა გვარამია დაეზარალებინა, და მეორე თავად რუსთავი 2-ში განხეთქილება შეეტანათ. მე მინდა ამ ჩანაწერების ავტორებსა და სულის ჩამდგმელებს ვუთხრა და გავუცრუო იმედები, რომ ამ ჩანაწერებით ნიკა გვარამია ვერაფრით ვერ დაზარალდება და მეორე, რუსთავი 2 დღეს კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერია და ამისთვის შემიძლია მადლობაც გადაგიხადოთ.

თქვენ ახლა კადრში მხოლოდ იმ ჟურნალისტების ნაწილს ხედავთ, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ, რადგან ახლა უმეტესი ნაწილი გადაღებაზეა გასული და თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ეს არის, ჩვენ გვინდა ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება, მეტს არაფერს ვითხოვთ.

ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით უკან დახევას, ვინაიდან ახლა სასწორზე არა რუსთავი 2-ის კომფორტი და კეთილდღეობა დგას, არამედ ამ ქვეყანში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება.

ბატონებო, მინდა მოგმართოთ, რომ ჩვენი თვალთვალისა და შანტაჟის ნაცვლად, ჯობია იმაზე იფიქროთ, საით მიგყავთ ეს ქვეყანა,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.