“სიმშვიდისკენ მოწოდებები არის უმნიშვნელოვანესი,”-თინა ხიდაშელი

თინათინ ხიდაშელითავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერის განცხადებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ყველა განცხადება, რომელიც სიმშვიდისკენ მოწოდებას შეიცავს მისასალმებელია. ხიდაშელი რუსთავი 2-ის ჟურნალისტებსაც მიმართავს და სიმშვიდის შენარჩუნებაში მათ როლს ახსენებს.

„მე ვფიქრობ ამ მხრივ პრემიერმა დღეს საუკეთესო მაგალითი მისცა ყველას. რაც შეეხება პრეზიდენტს, მე მისი განცხადება არ მომისმენია, მაგრამ თუ პრეზიდენტის განცხადებაც ასეთი შინაარსის იყო ესეც მისასალმებელია. მისასალმებელია ისიც თუკი მისი მხრიდან მოხდა აღიარება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ვლაპარაკობთ. რადგან ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემაა. მე ერთადერთი რამე შემიძლია ვთქვა ამ წუთას – პირველი, რომ სიმშვიდისკენ მოწოდებები არის უმნიშვნელოვანესი, ეს არ არის უბრალოდ მოწოდებები, ეს არის ხელისუფლების მთავარი ამოცანა ამ წუთას. ვფიქრობ, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებსაც ძალიან ბევრი გაქვთ ამ მხრივ გასაკეთებელი, იმიტომ რომ თქვენზე გადის ერთ-ერთი ხაზი ამ სიმშვიდის უზრუნველსაყოფი,“ – აცხადებს თინა ხიდაშელი.

სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა სახელწიფო მინისტრმა ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემაც.