“საჭიროა ამ ფაქტების გადამოწმება და შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იმუშაონ ძალიან ზუსტად”-სკანდალური აუდიოჩანაწრები

12bhგუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონკრეტულ განმარტებებს და გამოძიების შედეგებს ელოდებიან და შესაბამის ორგანოებს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.

“სამწუხარო სწორედ ეს არის, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაიგივებულია იმ ტიპის ძალადობრივ ქმედებებთან, რომელიც ალბათ, მათ გონებაში ლაგდება, როგორც მომავალი ქმედების სცენარი. საჭიროა ამ ფაქტების გადამოწმება და შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იმუშაონ ძალიან ზუსტად, სწრაფად და სრულყოფილად იმისთვის, რომ მოხდეს ყველა, ფაქტის გადამოწმება და წინმსწრებად, პრევენციულად მოხდეს ყველა იმ საჭირო ზომის მიღება, რაც დააზღვევს, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას,” – აღნიშნავს ეკა ბესელია.