“საქართველოს არჩევნებისკენ გზას მიხურავს, უნდა საქართველოს მოქალაქეობა ჩამომართვას”, – სააკაშვილი ივანიშვილზე

მიხეილ სააკაშვილი“საზოგადოება ერთად დადგება და საქართველო და თავისუფლება გაიმარჯვებენ,”-მიხეილ სააკაშვილი,” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზინდტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.

„ივანიშვილის და მისი რუსი მფარველების მეთოდები არ იცვლება. მათ რუსულ საიტზე ატვირთეს ნაწილ-ნაწილ გადაჭერილი რუსული სპეცსამსახურების მიერ სატელეფონო საუბრები, ისევე როგორც 2012 წელს მათ ციხის კადრები დაგვიდგეს და ახლა ხომ ყველამ იცის, რომ ციხის კადრები დადგმული იყო. არჩევნებისთვის 9 თვის ბავშვი მოკლეს და ნამდვილი სპეცოპერაცია ჩაატარეს. რამდენჯერ უნდა აგვაგდონ ამ ხრიკებით რუსულმა სამსახურებმა, რამდენჯერ უნდა წამოგვაგონ ერთი დაიგივე სატყუარაზე, ივანიშვილი არის გაზპრომის ყველაზე მსხვილი აქციონერი, მთელი ევროპა მოუშორებელი გაზპრომის მოშორებას ცდილობს და მან ის მოშორებული საქართველოში დააბრუნა.

დღეს გამოაცხადა, რომ ერთერთ რუსულ მთავარ დაკვეთას ასრულებს და საქართველოს არჩევნებისკენ გზას მიხურავს, იმიტომ, რომ უნდა საქართველოს მოქალაქეობა ჩამომართვას, მას შემდეგ, რაც ქვეყანა იძულებით დამატოვებინეს. აი ამ პირობებში რუსთავი 2 არის ბოლო ბარიერი, რომელიც მას აკავებს. იმიტომ, რომ სანამ საქართველოში სიტყვის თავისუფლებაა ყველა ეს შავბნელი გეგმა ბოლომდე წარმატებული ვერ იქნება.

ამიტომ, რუსთავი 2-ის დაცვა, მათ შორის ფიზიკურად, ადამიანების მიერ დაცვა ძალადობისგან, ეს არის პირდაპირი გზა საქართველოს დემოკრატიის, თავისუფლებისა და მომავლის გადარჩენის. დიახ, თუ ჩვენ გვინდა თავისუფლება თავისუფლების სადარაჯოზე უნდა დავდგეთ. ყველამ იცის, რომ სასამართლო ბლეფია, ყველა კანონი გათელილია, საქმე გვაქვს ჩვეულებრივ ძალადობასთან, ტრივიალურ ძალადობასთან, შანტაჟთან, ბინძურ მეთოდებთან. ნუთუ ჩვენ დავუწვებით და ამას შევურიგდებით?” – ამბობს სააკაშვილი.

მისი თქმით, თუ ვერ მოახერხა საზოგადოებამ ერთად დგომა, ბევრად დიდი ძალადობის აცილება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.