“საუბარი არის სადმე მივარდნა-შევარდნა-დამხობაზე? არა. საუბარია ვინმესთვის რამის სროლაზე? არა”

14aa“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი გიორგი კანდელაკი უკრაინული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმიანება.

“უკაცრავად და რამე ხომ არ გამომეპარა? საუბარი არის სადმე მივარდნა-შევარდნა-დამხობაზე? არა. საუბარია ვინმესთვის რამის სროლაზე? არა. რუსთავი2-ის ივანიშვილის მიერ ჩახშობა ნიშნავს თუ არა ამ ქვეყნის პერსპექტივის მრავალი წლით მოსპობას, საქართველოს დაჩაჩანაკებას, გაღარიბებას, კრიმინალიზაციას, უბრალოდ გაბანძებას და რუსეთისკენ ბევრად უფრო სწრაფად წათრევას? 100% ნიშნავს. ხომ ამართლებს ღარიბაშვილი ძალადობას და ოპოზიციის 20-ზე მეტ ოფისში მივარდნას (მერე რა რომ ჭოჭი მისცეს და „დაზადნა“ – ამ ჩანაწერის დროს ასე იყო)? ამართლებს. არის თუ არა მსგავსი რიტორიკა გავეშებული ივანიშვილის მხრიდან სისულელის ჩადენის ალბათობაზე სპეკულირების და განსჯის საფუძველი? არის. გასულია თუ არა ურთმელიძე სამართლებრივი ჩარჩოდან და იქცევა თუ არა როგორც ჯიბგირი? ზუსტადაც რომ. ზრდის თუ არა ეს ყველაფერი იმის ალბათობას რომ მძევალი ურთმელიძის ხელით გაზპრომის აქციონერი შეეცდება რუსთავი2-ის დახშობას? ზრდის. და რა არის გასაკვირი იმაში რომ საქართველოს მომავლის სასიცოცხლო ინტერესია რუსთავი2-ის დაცვა? არაფერი. ეს აქამდე არ თქმულა? თქმულა. ადასტურებს თუ არა ეს ჩანაწერები რომ ნიკა გვარამიას სწორედ მთავრობა აშანტაჟებდა? ადასტურებს. და იმას რომ მტრული სახელმწიფოს აგენტურის ნაცვლად ე.წ. სუსი საკუთარ საზოგადოებას ებრძვის? ამასაც. ბევრად უფრო კომფორტული არაა ჩემთვის და ჩემი თანაპარტიელებისთვის დარჩენილი წლის პარლამენტის დებატებში და ცივილიზებულ კამპანიაში გატარება? ცხადია რადგან ყველა საკითხზე – ჯანდაცვიდან და პენსიებიდან დაწყებული და საგარეო პოლიტიკით დამთავრებული – ოცნებას 100:1-ს ვუგებთ. მაგრამ თუ ივანიშვილი ამისთანა ესკალაციაზე მიდის ჩვენც და ყველას ვისაც არ უნდა ამ ქვეყნის გაზპრომის აქციებში დახურდავება წინააღმდეგობის გარდა რამე არჩევანი გვრჩება? არა მგონია. ივანიშვილს უნდა ეყოს გონიერება და ხელი აიღოს რუსთავი2-ის დაუფლების მცდელობაზე. პოლიტიკური პროცესი და ჭიდილი დარჩეს ინსტიტუტებში და ყველა მოგებული დარჩება, მისი ჩათვლით. შურისძიება არ იქნება რადგან ამისთვის ახალ მთავრობას უბრალოდ არ ეცლება”,-წერს კანდელაკი