“ჟურნალისტების გადაწყვეტილებაზე არაა დამოკიდებული, ჩვენ ხელს შევუშლით, თუ – არა, ივანიშვილს ასეთ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში”, – გიგა ბოკერია

გიგა ბოკერიანაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი უსაფრხოების სასახურში იმყოფება. გიგა ბოკერია დაკიხთვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს. სავარაუდოდ, საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ 315–ე, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებას და გუშინ გავცელებულ აუდიო ჩანაწერებს.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დაკითხვაზე შესვლამდე მედიისთვის კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა საჯაროდ აცხადებდა ძალიან მკაფიოდ, რომ ძალით რუსთავი 2-ის აღების მცდელობას აღუდგებოდნენ მანიფესტაციებით, მისი თქმით, ეს პოზიცია დღესაც ძალაშია.

“ჩვენ დიდი ხანია საუბარი გვაქვს იმაზე, როგორ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, კერძოდ, როგორ შევუშლით ხელს ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევით, სასამართლოზე ძალადობით რუსთავი 2-ის ფიზიკურად ხელში ჩაგდების მცდელობის შემთხვევაში. ამ დისკუსიისას ყველა ვარიანტი განიხილება ამ შენობის, ტელეკომპანიის დაცვის ჩვენი მხრიდან, ეს ჩვენი უფლებაა. რაც შეეხება ბოევიკებს, მე მგონი ყველასთვის ნათელია საღი აზრის ფარგლებში ვინც უსმენდა, რომ აქ შეიარაღებულ ხალხზე კი არ არის ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენი მანიფესტაციით იმ მცდელობას, რომელსაც გეგმავს ივანიშვილი და რომელსაც იმედი მაქვს გადაიფიქრებს,” – განმარტა გიგა ბოკერიამ.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს არხის ჟურნალისტების და თანამშრომლების რა ფორმით აპირებენ ტელეკომპანიის დაცვას, რადგან მათ თავისი სამოქმედო გეგმა აქვთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

“რუსთავი 2-ის და ჟურნალისტების სრული უფლებაა თვითონ განსაზღვრონ თავის შენობას როგორ დაიცავენ. საქართველოს მოქალაქეების უფლება და ვალდებულებაა და ეს არ არის რუსთავი 2-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი, რომ ხელი შევუშალოთ ივანიშვილს, რომ ჩაახშოს ქვეყანაში ის ინსტიტუტები, რომლებიც მას ძალაუფლების შენარჩუნებაში აინტიდემოკრატიული გზით ხელს უშლის. ჟურნალისტების გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული ჩვენ ხელს შევუშლით თუ არა ივანიშვილს ასეთ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში, ამას რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიმართ სრული პატივისცემით ვამბობ,“ – განმარტა გიგა ბოკერიამ.