“ლიბერალ-დემოკრატების მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს”

Untitledქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს ლიბერალ დემოკრატების დამფუძნებელი მუხრან ბურჭულაძე.

“პარტიებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ უნდა მოვახერხოთ ვითარების დეესკალაცია, სახელმწიფო პოლიტიკის და ჩვენი თანაცხოვრების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო!
რევოლუცია და ქაოსი შეარყევს დემოკრატიას ისევე როგორც კანონის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, რადგან ორივე სცდება კონსტიტუცის და დემოკრატიის ფარგლებს.
ჩვენ თავად არ უნდა გამოვიჯახუნოთ ევროპისა და ნატოს კარი, რომელიც აქამდე ღია იყო!
არ უნდა შევყოთ თავი მგლის ხახაში და ჩვენით არ უნდა წავაქეზოთ აგრესორი, რომ შემოაგრიალოს ტანკები ქვეყანაში, რომელსაც მფარველი ვეღარ ეყოლება!
ამიტომაც გავდივართ დილით და წარვადგენთ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ვითარების დეესკალაციის, საზოგადოების მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების და სამართლებრივი სახელმწიფოს ერთადერთი გარანტი და გზაა!
ამიტომაც უნდა ვიდგეთ ხვალ იქ ის ადამიანები ვისაც ამ იდეალებით გვსურს სახელმწიფოს შენება.”-განაცხადა ლიბერალ დემოკრატების დამფუძნებელმა მუხრან ბურჭულაძემ.