კინოთეატრ “კავეაში” ჭერი ჩამოინგრა (ფოტოები)

16954340111სავაჭრო ცენტრ ისთ პოინტში მდებარე კინოთეატრ კავეას მოსაცდელში რამდენიმე წუთის წინ ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ერთი ქალბატონი დაშავდა. მას ამ წუთებში მომსახურე პერსონალი უწევს პირველად სამედიცინო დახმარებას.

მომსახურე პერსონალის განცხადებით, შემთხვევის მიზეზი აფეთქება იყო, რომელიც სავარაუდოდ ჭერში არსებულ სავენტილაციო მილებში მოხდა. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. მოქალაქეებს აკრძალული აქვთ იმ სართულზე ასვლა, სადაც კინოთეატრია განთავსებული.

 

კინოთეატრ კავეაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. როგორც რუსთავი 2-თან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა რამდენიმე მოქალაქე ამ დრომდე იმყოფება კინოთეატრის დარბაზში.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ქალბატონი სასწრაფო დახმარების სამსახურმა უკვე გადაიყვანა კლინიკაში. ჭერის ჩამონგრევის ერთ-ერთ მიზეზად აფეთქება სახელდება, რომელიც სავარაუდოდ ჭერში მდებარე სავენტილაციო მილში მოხდა.