“იმედია უკრაინის ხელისუფლება ამჯერად მაინც კეთილს ინებებს და გავიგებთ, რაზეც საუბრობს მათი ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორი”

1310105xidasheliilililთავდაცვის მინისტრი პრემიერის დღევანდელ განცხადებას მიესალმება და აცხადებს, რომ ყველა განცხადება, რომელიც სიმშვიდისკენ მოუწოდებს ადამიანებს, არის მისასალმებელი. მისი თქმით, დღეს პრემიერმა საუკეთესო მაგალითი მისცა ყველას. მინისტრი ფიქრობს, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებსაც ძალიან ბევრი აქვთ ამ მიმართულებით გასაკეთებელი, რადგან ამ სიმშვიდის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ხაზი ახლა მათზე გადის.

“პრეზიდენტის განცხადება ჯერ არ მინახავს და, როგორც თქვენ ამბობთ, თუ ასეთი იყო საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაც, რა თქმა უნდა ეს მისასალმებელია. მისასალმებელია ისიც, თუკი მოხდა იმის აღიარება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ვლაპარაკობთ, რადგან ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემაა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამ წუთას, არის მხოლოდ ის, რომ სიმშვიდისკენ მოწოდებები არის უმნიშვნელოვანესი…
ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წუთამდე ჩვენ არ გვაქვს უკრაინის ოფციალური ხელისუფლების პოზიცია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან ასეთი მოწოდება ძალიან ბევრჯერ გაკეთდა, ამჯერად მაინც კეთილს ინებებენ და გავიგებთ, რაზეც საუბრობს მათი ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორი, ეს არის უკარაინის სახელმწიფოს პოზიცია, თუ ეს არის ერთი არასრულფასოვანი ადამიანის განცხადება, რომელიც, როგორც ჩანს, თავს ძალიან უბედურად თვლის, რომ აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, პატრონი და მესაკუთრე. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და იმედი მაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება ამას აცნობიერებს,”, – განაცხადა ხიდაშელმა.