ე.წ. სახელმწიფო გადატრიალება – ასე აფასებენ ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებულ გამოძიებას

გიგი წერეთელიე.წ. სახელმწიფო გადატრიალება – ასე აფასებენ ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებულ გამოძიებას. უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერებში კი ოპოზიცია ვერ ხედავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასან მის ნიშნებს.

“ცალკეულ სიტყვებზე გამოკიდებას თუ დავიწყებთ შეიძლება რაიმე სცენარი მივიღოთ. რეალურად ყველა ხედავს, რომ არც ბარიკადები არ არის და ჩვენი ყველა ნაბიჯი არის აბსოლიტურად მშვიდობიანი და ასე ვაპირებთ გაგრძელებას. უფრო მეტად
გავამახვილებდი ყურადღებას ფბს-ს ჩანაწერზე რომელიც მან საქართველოს მთავრობას აჩუქა. ეს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობას რუსულ უშიშროების ძალებთან,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან იმყოფება დეპუტატი გიგი წერეთელიც.

“არ მგონია რომ რამის მომტანი იყოს გარჯა ხელისუფლების რომ იპოვონ დამნაშავეები ე.წ. ამ გადატრიალების საქმე. უკეთესია ეს ძალისხმევა პრობლემების გადაჭრაზე მიმართონ,”- აცხადებს წერეთელი.

სერგო რატიანი ამბობს, რომ ის რუსთავი 2-ს იცავდა და დაიცავს ფიზიკურად კონსტიტუციის ფარგლებში

“ყოველთვის ვამბობდით რომ დავიცავდით რუსთავი 2-ს კონსტიტუციური მეთოდებით. ამ ჩანაწერებში საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ დაცვაზე,” – აცხადებს სერგო რატიანი.