“ეს არის ღალატი იმ ღირებულებების, რისთვისაც მოვედით ხელისუფლებაში” – ირაკლი ალასანია ჩანაწერებზე

ირაკლი ალასანიაგავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება თავისუფალი დემოკრატების ლიდერი. ირიკალი ალასანია განმარტავს, რომ ეს არის ხელისუფლების მხირდან პრინციპების ღალატი.

თუ კი უსაფრთხოების სამსახურს და ხელისუფლებას აქვს შესაბამისი ინფორმაცია, მაშინ დროულად უნდა იმოქმედოს – მიაჩნია ალასანიას.

“ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პოლიცია ისევ აგრძელებს პოლიტიკური ნიშნით სანქციების გარეშე ჩვენი პოლიტიკური აქტივობების შესწავლას და მოსმენას. ეს არის ღალატი იმ ღირებულებების, რისთვისაც ჩვენ მოვედით 2012 წელს ერთად ხელისუფლებაში, ეს უნდა დაგვემთავრებინა,” – განმარტა ირაკლი ალასანიამ.