“ეს არის ის პოლიტიკური თამაში, რომელიც დაგეგმა “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა”

ნინო ბურჯანაძეუკრაინულ საიტზე გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს დემოკრატიულ მოძრაობაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თამაშს უწოდებენ. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ამ ფორმით ცდილობენ ხელისუფლების დაანახოს მოსახლეობას, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის.

“ეს არის ის პოლიტიკური თამაში, რომელიც დაგეგმა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში. ქართულ ოცნებას ჰაერივით ჭირდება ნაციონალური მოძრაობა, როგორც საფრთხობელა, რომ შეინარჩუნოს ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა მოსახლეობა დააყენოს არჩევანის წინაშე – ქართული ოცნება თუ ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.