განცხადებით მივმართავ პროკურატურას, რომ გამოძიება დაიწყონ” – კილაძე

ელისო კილაძე„მე დაველოდები ერთი-ორი დღე და თუ არ დაიწყება გამოძიება ამის შემდეგ განცახდებით მივმართავ პროკურატურას, რომ გამოძიება დაიწყონ. ამის შემდეგ ვალდებულები არიან, ფორმალურად მაინც რაღაც პროცედურები ჩაატარონ“ – ამ განცხადებას „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აკეთებს. კილაძე „პირველ რადიოსთან“ საუბარში ამბობს, რომ მას იმედი ჰქონდა პროკურატურა გამოძიებას დაიწყებდა იმ მასალების გამო, რომელიც გადაცემა „არჩევანში“ და „განსხვავებულ აქცენტებში“ გაასაჯაროვა, თუმცა ჟურნალისტის თქმით, გამოძიება არც დაწყებულა და პროკურატურა ჯღარკავა-ბედუკაძის მიმოწერითაა დაინტერესებული:

„მე, როცა დამირეკეს თბილისის პროკურატურიდან მეგონა, რომ გამოძიება დაიწყო იმ მასალების გამო, რომელიც მე გავასაჯაროვე „არჩევანში“ და „განსხვავებულ აქცებტებში“. აღმოჩნდა, რომ დამიბარეს ჯღარკავა-ბედუკაძის მიმოწერასთან დაკავშირებით, რომელთანაც არანაირი საერთო არ მაქვს და არც გამისაჯაროვებია, არც აუთენტურობას ვამტკიცებ, არც ვეთანხმები ან არ ვეთანხმები იმიტომ, რომ საერთოდ არ ვიცი მსგავსი ფაქტების არსებობის თაობაზე. ძალიან დიდი ხნის წინ, პერიოდულად რასაკვირველია ჯღარკავასთან დაკავშირებით მასალებს მაწვდიდნენ „ფეისბუქის“ მეშვეობით, მაგრამ მე იმდენად არსერიოზულად ვუყურებ საერთოდ ამ პრემიერის გარემოცვასთან დაახლოებულ პირებს, ჟურნალისტებს მათ შორის, რომ არასოდეს არ ჩამითვლია საჭიროდ მე ასეთი მასალები ან შემენახა, ან რამეში გამომეყენებინა. აქედან გამომდინარე ჯერ-ჯერობით სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის, მხოლოდ გამოკითხეს რამდენიმე პირი მათ შორის მეც. მე დავწერე, რომ არანაირი შეხება ამასთამ არა მაქვს და არც ვაპირებ საერთოდ მსგავსი ტიპის მასალებზე, არ ვაგებ ხოლმე ჩემს რეპორტაჟებს და ვიცოდი, რომ ბედუკაძეც იყო დაბარებული. მე და ბედუკაძე არ შევხვედრივართ ერთმანეთს პროკურატურის კორიდორშიც კი. ჩემი გამოკითხვა დაახლოებით 10-15 წუთი მიმდინარეობდა, მას რამოდენიმე საათი მოუწია იქ ყოფნა და პასუხის გაცემა. რამდენადაც ვიცი საუბარია თანხების გარკვევაზე. რა თანხები ტრიალებდა აქ და ითხოვდა თუ არა ის ფულს და გადაუხადეს თუ არა მას ფული. სხვა შეკითხვები რაიმე, ან კადრებთან დაკავშირებით, ან ცოცხების დადგმულ სცენასთან დაკავშირებით, ან უწყვეტ მასალასთან დაკავშირებით ჩემთან ეგეთი შეკითხვები არ ყოფილა“,- განაცხადა ელისო კილაძემ „პირველ რადიოსთან“ საუბარში.