არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ

ნინო ლომჯარიარუსთავი 2-ის ჟურნალისტები არასმათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისში გაიმართა.სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინიციატივით ამ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ტელეკომპანიის სასამართლო პროცესი და მის ირგვლივ განვითრებული პოლიტიკური მოვლენები იყო.

“ის განცხადება, რომ ისინი ემიჯნებიან ძალადობას, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ, ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მედია ამ ყველაფერზე მაღლა იდგეს და ყველამ უნდა დაანებოს თავი მცდელობებს ჩაერიოს მედიის საქმიანობაში. დროა მათ ეს გააცნობიერონ,” – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე ისაუბრა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

“ჩვენი ინიციატივა იყო ის, რომ შეიქმნას დამატებითი მექანიზმები, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვის ნიშნები,”- აღნიშნა გიგაურმა.

შეხვედრას რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებთან ესწრებოდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.

“სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და იქ მყოფი ჟურნალისტების რომ პოლიტიკოსებია აშკარად და ღიად ერევიან პროცესებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტებს,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.