,,ამერიკელბთან კონფლიქტი მას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს”

7gaketebuliiiiiiiiiiსაერთაშორისო საზოგადოების მწვავე განცხადებები და კრიტიკა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და ხელისუფლების რეაქცია – ბოლო დღეების ერთ-ერთი აქტუალური თემაა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ის არ იღებს დაუმსახურებელ შენიშვნებს, პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებში დისკუსიის საგანი გახდა. თუმცა მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერის ოდნავ შერბილებულმა ტონმა მიიქცია ყურადღება. ოპოზიცია ამბობს, რომ ღარიბაშვილი ტონს ივანიშვილის მითითებით „ალაგებს“ . „პირველ რადიოსთან“ კომენტარს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი:

„ღარიბაშვილი თავის ტონს ალაგებს იმის მიხედვით, რას ეტყვის ივანიშვილი. ეს არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ნებისმიერი მოქალაქის, რომ ღარიბაშვილისნაირი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. კონსტიტუციით უზარმაზარი უფლებების მქონე, მაგრამ რეალურად ივანიშვილის სამზარეულოში რომ დაუძახებენ, რასაც ეტყვიან იმის გამკეთებელია. ივანიშვილმა გააცნობიერა, რომ ევროპელებთამ, ამერიკელბთან კონფლიქტი მას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს, სამწუხაროდ გვიან გააცნობიერა, სანამ თავისი კრიმინალური ლოგიკით ბოლომდე რომ აწვებოდა, სანამ ცხვირით არ დაანახეს, რომ ბოლომდე თუ მიაწვები შეიძლება პრობლემა შეგექმნას, მანამდე ვერ დაინახა, მაგრამ როცა დაინახა, მერე უთხრა ღარიბაშვილს, რომ მთლად ეგრე არ არის საქმეო და ისიც იმის მიხედვით იქცევა- რასაც ჩაჰყვირებენ, იმას ამოიძახებს ხოლმე. ხელისუფლება არის კრიმინალური ლოგიკის, თაობების მანძილზე ქურდული ლოგიკა რომ მკვიდრდებოდა საზოგადოებაში იმ ლოგიკის წარმომადგენელია. სადამდეც გამწვდება, მანამდე მივაწვები, ეგეთი ხალხია. ეხლა თავი ჩაიგდეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იმიტომ, რომ მსოფლიო მაგ ლოგიკით არ იმართება. მაგ ლოგიკიდან გამომდინარე ეშინიათ, რომ ვაიმე, უკან რომ დავიხიოთ რას იტყვის საზოგადოება , ე.ი სუსტები ვართ, მაგრამ არ დაიხიონ უკან და მთელ საერთაშორისო დემოკრატიულ სამყაროს დაუპირისპირდნენ და მე სულ არ შემტკივა გული მათზე. მე უბრალოდ მწყდება გული, რომ საქართველო როგორც ქვეყანა ჩავარდა ასეთი სრულიად შეუფერებელი ადამიანების ხელში“,- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა „პირველ რადიოსთან“.