ჯანყარაშვილი და ,,მოქალაქე“ – ,,მას ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ ბინძურ საქმეში იყენებს“

8oriveniiiiiiბიძინა ივანიშვილი, ზვიად ჯანყარაშვილს ძალიან ბევრ ბინძურ საქმეში იყენებს და მას ეშინია, რომ ჯანყარაშვილი ამ თემებზე საჯაროდ ლაპარაკს დაიწყებს – ამ განცხადებას „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე „პირველ რადიოსთან“ საუბარში აკეთებს. ზვიად ჯანყარაშვილს კილაძე ,,ქართული ოცნების” „აქილევსის ქუსლს“ უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ზვიად ჯანყარაშვილის ფიგურა კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გაირკვა, რომ სამხარაულის ბიუროს უფროსი გიორგი თვაური ჯანყარაშვილის ახლო მეგობარია და გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ქიბარ ხალვაშის სასარგებლო დასკვნა დაიდოს: „დღევანდელმა სასამართლო სხდომამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა ,,რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. რიტორიკა, რომელიც ისმის გია ჟორჟოლიანის მხრიდან, უმრავლესობის სხვა ლიდერების და წარმომადგენლების მხრიდან, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, ასევე გახლავთ ამის დასტური. რაც შეეხება ზვიად ჯანყარაშვილს. ზვიად ჯანყარაშვილი არის ქართული ოცნების „აქილევსის ქუსლი.“ყველგან, სადაც საქმე ფუჭდება, ყველგან სადაც არის მახინაცია, ყველგან სადაც არის კორუფცია, ყველგან სადაც არის კულუარული გარიგებები, ყველგან სადაც არის შანტჟი, ფიგურირებს ზვიად ჯანყარაშვილის სახელი და გვარი.გამომდინარე აქედან, მე არ ვიცი მოსამართლე ურთმელიძე რამდენად გაითვალისწინებს ამას, მას საერთოდ აინტერესებს თუ არა სასამართლო სხდომაზე ვინ რას იტყვის, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის და თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რომ აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში ის დღე, როცა ზვიად ჯანყარაშვილს და პრემიერის გარემოცვის სხვა წევრებს, აუცილებლად აგებინებენ პასუხს. ჩემთვის დღეს, კიდევ ერთხელ გახდა თვალნათელი, რატომ არ დაისაჯა იმ ჩადენილი დანაშაულებებისათვის ზვიად ჯანყარაშვილი და რატომ აკმარეს მას გადადგომა ორჯერ სხვადასხვა თანამდებობიდან. იმიტომ, რომ მას ბიძინა ივანიშვილი ძალინა ბევრ ბინძურ საქმეში იყენებს და მას ეშინია, რომ ზვიად ჯანყარაშვილი ამ თემებზე საჯაროდ ლაპარაკს დაიწყებს. ჩემთვის პირადად კიდევ ერთი ამოცანა ამოიხსნა, ეს არის ის, რატომაც აპატია ბიძინა ივანიშვილმა ზვიად ჯანყარაშვილს კორუფციულ სქემებში მონაწილეობა, გარიგეგებში მონაწილეობა, „ატკატები“, რომელსაც ის ბიუჯეტიდან იღებს და ის თვითნებობები, რასაც მისი მხრიდან 2 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ამ ქვეყანაში.“ რაც შეეხება, ექსპერტ შოთა ივანაშვილს, რომელიც “რუსთვი 2”-ის წინააღმდეგ , სასამართლო პროცესზე ხალვაშის მთავარი და ერთადერთი მოწმეა. მას პირდაპირი კავშირი აქვს ,,გლობალ TV”-ის და ქართუ ჯგუფის წინააღმდეგ დაწერილ ექსპერტულ დასკვნასთან, რომელიც 2012 წლის სასამართლო პროცესებზე ივანიშვლის ადვოკატებისთვის და მაშინდელი ოპოზციის ლიდერებისთვის სარწმუნო არ იყო . ჟურნალისტი ელისო კილაძე ამბობს, რომ ივანაშვილი, ისევე როგორ ბევრი სხვა „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ „გადმოიბარა“:

„ივანაშვილი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ქართულმა ოცნებამ „გადმოიბარა“ ნაციონალური მოძრაობისგან. ისინი პირდაპირ ამ გზას ადგანან, აღარც ეძებენ კულისებში სხვა ადამიანებს ,პირდაპირ „გადმოპორტირდა“ ეს დავალებების შემსრულებელი ბინძური „სასტავი“ ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში და ასევე წარმატებით იყენებენ ამ ადამიანებს მოსამართლე ურთმელიძის სახით და ამჯერად ისინი ამ ხელისუფლების დავალებებზე მუშაობენ. არაფერი ახალი არ მომხდარა დღეს ჩემთვის, ძალიან ბევრი წელი, თვე და კვირაა უკვე ამ თემებზე ვწერთ, რომ არაფერი ახალი ქართულ ოცნებას არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ წარმატებით აითვისა ყველაფერი ცუდი რაც ნაციონალურ მოძრაობას წლების განმავლობაში ჰქონდა“, – განაცხადა ელისო კილაძემ „პირველ რადიოსთან“ .