”ხელისუფლება კრიმინალს ახალისებს”-რაულ თავართქილაძე

რაულ თავართქილაძე28 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში რაულ თავართქილაძემ ბრიფინგი გამართა. მან ბოლო დღეებში ჭარაში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებზე ისაუბრა და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.
„იმ დროს, როდესაც ხელისუფლების მიერ მართული კრიმინალები თავს ესხმიან ჩვენი პარტიის ოფისს, პარტიის წევრებსა და მათ ოჯახებს, გაუხსნელია ეს საქმეები და ნიღბიანი პირები თავისუფლად დაპარპაშებენ ქალაქში, ეს იწვევს უკუშედეგს და ახალისებს კრიმინალს.

ამის ნათელი მაგალითია ქობულეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები. ზედიზედ ორი ყაჩაღობა მოხდა ქობულეთში. გაზგასამართ სადგურს დაესხნენ თავს ყაჩაღები, სასტიკად გაუსწორდნენ თანამშრომლებს და მეორე ფაქტი: ვალუტის ჯიხურს თავს დაესხნენ და წაიღეს 15 000 ლარი.

ვანდალური ფაქტი მოხდა გუშინ ბათუმში, 26 მაისის პარკში. გარეგანათების ნათურები მთლიანად განადგურებულია პარკში და ვფიქრობ, რომ ეს, ზედიზედ მომხდარი დანაშაული, იმის შედეგია, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ მოქმედებს, კრიმინალების დაკავება ვერ ხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ დროულად მოხდეს აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების დაგდენა-დაკავება და მათი პასუხისგებაში მიცემა,“ – განაცხადა რაულ თავართქილაძემ.