” შეეშვით საჯაროდ დემაგოგიას, დასხედით შინ და იჭორავეთ”

მუხრან ბურჭულაძე“ჩემთვის გაუგებარია ტელევიზიის სურვილი, რომ ამ სუბიექტებთან ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომელზეც უნდა იმსჯელონ პრობლემაზე პასუხისმგებელმა მხარეებმა და გამოძიებამ.
საერთო უბედურებაა, რომ ქვეყნის ძირითადი საზრუნავი და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა ჭორაობა, კომპრომატები და წამება. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსების ან პარტიების დადანაშაულება ნიშნავს ჩვენს მიერ პასუხისმგებლობის აღებისგან თავის არიდებას. თუ გუშინ ან დღეს ქვეყანაში რაიმე ცუდი ხდებოდა ან ხდება, არის თითოეული გუშინდელი პარტიის პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა ხელისუფლებას წარმოადგენდა თუ არა, რადგან უნდა გეყვირათ და არა დაგემალათ დანაშაული არჩევნების მოახლოებამდე. მაგრამ მთავარი ეს არაა, მთავარი ახლა კონსტიტუციის აღსრულება, სამართლებრივი სახელმწიფოს შენება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვაა. სირცხვილია ის რომ სამი წელი ქვეყანა მხოლოდ ბედუკაძის გმირობა-არგმირობას იკვლევს, სირცხვილია, რომ პოლიტიკურ პარტიებს ხელში არათუ სახელმწიფოს განვითარების გეგმა, არამედ კომპრომატები გიჭირავთ და დაკავებული ხართ არა ეკონომიკური საკითხების განხილვით, არამედ ჭორაობით.
მინდა ზოგიერთი პოლიტიკური პარტია გაგაფრთხილოთ, რომ ტყუილად ცდილობთ გაგვრიოთ თქვენს უშედეგო ლაყაფში და კომპრომატებზე ჭორაობით გაგვთხვაროთ, ჭორაობა ჩვენი საქმე არაა და თქვენ ვერასოდეს იქნებით ახალ პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენი რეალური კონკურენტები, რომელსაც ჩვენ ჩავუყრით საფუძველს, რადგან თქვენი გაგებით “პოლიტიკა” სოფლის ბირჟაზე მზესუმზირის კნატუნით დროის მოკვლაა. ამიტომ შეეშვით საჯაროდ დემაგოგიას, დასხედით შინ და იჭორავეთ.
თქვენ გსურთ თქვენსავე მტვერში ამოგვსვაროთ, მაგრამ ნურას უკაცრავად, თქვენი მტვერი თქვენთანვე დარჩება, ჩვენ ვიზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასა და ქვეყნის მომავალზე.”-წერს ლიბერალ დემოკრატების დამფუძნებელი მუხრან ბურჭულაძე.

პირველი TV ლაივი