ქობულეთის საკრებულოში ციტრუსის სუბსიდირების გაზრდას ითხოვენ

11121229_1696918487203993_8459665417066075373_oყურძენი ჯობია თუ მანდარინი – ცოტაც და ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე პოლემიკა ამ მიმართულებით დაიწყებოდა. შესაძლო სადაო თემა აგრარული კომისიის თავმჯდომარემ მაშინ დაასახელა, როცა ოპონენტებმა პარალელი კახეთის რეგიონთან გაავლეს და ციტრუსის როგორც არასტანდარტულ, ისე სტანდარტულ მოსავალზე სუბსიდირების გაზრდა და გაცემა მოითხოვეს.

დღის წესრიგის მიღმა დეპუტატებმა კიდევ ერთი ინიციატივა დააყენეს. მოითხოვეს სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში გახშირებული მწვანე ზოლის უკანონოდ ჩეხვაზე და ეკოლოგიის კუთხით არსებულ სხვა პრობლემებს მონიტორინგს გაუწევს, დარღვევებისას კი შესაბამის უწყებებს აცნობებს. მაგალითისთვის, ხვიჩა გამარჯობაძემ შემოვლითი გზის მშენებელი კომპანია „სინოჰიდროს“ შემთხვევა დაასახელა, რომელმაც მისი თქმით, მდინარე კინტრიშიდან ნებადართული სამი მერტის სიღრმის ნაცვლად ინეტრული მასალა თორმეტი მეტრის სიღრმეზე ამოიღო.

კიდევ ერთი საკითხი ვალერი მოწყობილმა წამოჭრა. საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ მოითხოვა ბუჯეტში ცვლილება, რომლითაც სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთაც საცხოვრებელზე სახურავი დაზიანებული აქვთ, გამოცვლა უზრუნველყონ. როგორც მოპასუხე მხარემ აღნიშნა, სპეცილაური პროგრამა მომავალი წლისათვის განხორციელდება.

ყველა ეს დასახელებული თემები საკრებულოს წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგის მიღმა დააყენეს.