პროკურატურა ციხის კადრებთან დაკაშირებით განმარტებებს აკეთებს

13prokuratuuuuuuraსაქართველოს მთავარი პროკურატურა “განსხვავებულ აქცენტებში” ე.წ. ციხის ახალ კადრებთან დაკავშირებით გასულ რეპორტაჟზე პირველ კომენტარს აკეთებს. საგამოძიებო უწყების პრესსამსხურის განცხადებით გადაცემაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება არ არის დაწყებული და მოკვლევა მხოლოდ ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას განცხადების საფუძველზე დაიწყეს. “ნინო ჯღარკავამ თბილისის პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ ტელეკომპანია რუსთავის 2-ით ვრცელდებოდა თითქოსდა მასსა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის სოციალური ქსელით განხორციელებული მიმოწერა ე.წ. ციხის კადრებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს მიმოწერა იყო გაყალბებული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა იმის დასადგენად არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები. ამ მიზნით გამოსაკითხად იყო დაბარებული ვლადიმერ ბედუკაძე,”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში