ზალკანიანი: პარტნიორებს აღქმის საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ ქვეყანაში მედია იზღუდება

11zalaknianiaაგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი მოუწოდებს ხელისუფლებას, მედიის გარშემო მიმდინარე პროცესებს დიდი ყურადღება მიაქციოს. მისი თქმით, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს არ უნდა ჰქონდეთ იმის აღმაც კი, რომ საქართველოში რაიმე ფორმით მედია იზღუდება. “მედიასთან მიმდინარე პროცესები არის დემოკრატიის უდიდეს მონაპოვარი რომელიც საქართველოს გააჩნია, წლებია. ხელისუფლება უნდა იყოს ყურადღებით. ელემენტარული აღქმის საშუალება არ უნდა მივცეთ პარტნიორებს, რომ რაიმე სახის მედია შეზღუდვა არის ქვეყანაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.