„დიპლომატთა კლუბი“ მოქმედ ელჩებს არაკორექტული და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს

51446109289516692„დიპლომატთა კლუბის“ წევრები, მოქმედ ელჩებს არაკორექტულ და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ, „დიპლომატთა კლუბმა“ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართაეს, რომ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რათა საქართველოს იმიჯი არ შეილახოს საზღვრებს გარეთ.„მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რათა გააკეთოს ყველაფერი, რომ არ მოხდეს ქართული დიპლომატიური კორპუსის პოლიტიზება. ჩვენმა რამდენიმე კოლეგამ მიიღო კონკრეტული შეტყობინებები ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, და არა მარტო ევროპელი პარტნიორებისგან, სადაც საუბარია კონკრეტულ, არასწორ, არაკორექტულ მიდგომაზე. ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს, საუბარია კონკრეტული მმართველი ძალის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე. შინაარსობრივად არის არაკორექტული, მიმართულია ევროპის სახალხო პარტიის წინააღმდეგ, რაც თავისთავად, იმ შემთხვევაში, თუ ეს გავრცელებული იქნება და ეს ასეც ხდება საელჩოების მიერ, კონკრეტულ ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს საქართველოსთვის. მოვუწოდებთ არა დიპლომატებს, არამედ ხელისუფლებას, ფრთხილად მოეკიდონ დიპლომატიურ სამსახურს, რომლის ჩამოყალიბებას დასჭირდა 25 წელი და რომელშიც ჯერ კიდევ მუშაობს უამრავი პროფესიონალი და რომელთა ფუნქცია არის, საქართველოს ადვოკატობა საერთაშორისო არენაზე, საქართველოს პოზიციების დაცვა, მაგრამ მათი დამაჯერებლობა, როდესაც ისინი ილაპარაკებენ საქართველოს სახელით, იქნება ნულთან ახლოს, თუ კი ექნებათ შთაბეჭდილება ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს ხალხი ლაპარაკობს რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის სახელით“,-აცხადებენ დიპლომატები.