“ჩვენს ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი ტელევიზია გაიხსნას, რომ ჩვენმა მოსახლეობამ სიმართლე გაიგოს”

12152516პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი ტელევიზია, ინტერნეტსააგენტო და გაზეთი იყოს, რადგან მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს.
„რომელ ხელისუფლებას, მითუმეტეს ჩვენნაირ დემოკრატიულს, უნდა აწყობდეს სამი წლის თავზე ამგვარი ქმედების განხორციელება. ვერც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ დაინახავდა ამაში რაციონალურ აზრს. რატომ უნდა მოუნდეს ეს ჩვენს ხელისუფლებას, მაშინ როცა ასე გაამარტივა საქართველოში ტელევიზიის გახსნის პროცედურები. ჩვენს ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი ტელევიზია გაიხსნას. რაც შეიძლება მეტი თავისუფლება იყოს, მეტი სააგენტო, მეტი გაზეთი, რომ ჩვენმა მოსახლეობამ სიმართლე გაიგოს, მიიღოს მეტი ინფორმაცია. ინფორმაცია შეიძლება იყოს ობიექტური, სუბიექტური, მიკერძოებული ან მიუკერძოებელი, მაგრამ ჩვენს მთავრობას და მე როგორც პრემიერს მსურს კიდევ ერთხელ მტკიცედ განვაცხადო, ჩვენი მთავრობის სახელით, ჩვენ გავაკეთეებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არასოდეს არ შეიზღუდო, ნებისმიერი ფორმით, მედიასაშუალების ფუნქციონირება, ინტერნეტ სააგენტოების და ა.შ. მიუხედავად იმისა, ჩენ ვეთანხმებით თუ არა, ტელევიზიებში გასულ ძალიან მიკერძოებულ, სუბიექტურ სიუჟეტებს. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის მეასე ხარისხოვანი და ასეც უნდა იყოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისების დარბევის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა. ღარიბაშვილმა შესაბამისი კითხვით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შს მინისტრ, გიორგი მღებრიშვილს მიმართა.
“ვიცი, რომ თქვენ დაიწყეთ გამოძიება, თუმცა მაქვს განცდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ამის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდებათ. ამიტომ გთხოვთ, იქმებ საჯაროდ თქვათ, რა სტატუსი გვაქვს, დაიწყო თუ არა გამოძიება “ნაციონალური მოძრაობის” ოფისების დარბევასთან დაკავშირებით?”, – მიმართა პრემიერმა შს მინისტრს.
გიორგი მღებრიშვილმა, თავის მხრივ, განმარტა, რომ არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. კერძოდ, 22 შემთხვევაში დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება და დაკავებულ იქნა სამი პირი ადმინისტრაციული წესით, რომელთაც სასამართლომ ჯარიმები შეუფარდა.
“ამასთან, რვა სისხლის სამართლის საქმეზე გვაქვს გამოძიება დაწყებული და უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც ჩვენი მეგობრებისგან, ვერც პარტნიორებისგან და მითუმეტეს, ჩვენი მტრებისგან , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან მედიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და 2007 წელს “იმედის” დარბევის ფაქტი გაიხსენა.
“შევახსენებთ მოსახლეობას და იმ სკეპტიკოსებს, რომლებიც ჯერ კიდევ არიან და რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ დააფასეს ეტყობა ის სიკეთეები და დემოკრატიული ფასეულობა, რომელიც ჩვენ შევქმენით ამ სამი წლის განმავლობაში. 2007 წელს “იმედი” პირდაპირ დაარბიეს, ჟურნალისტები სცემეს და გამოყარეს, ასე ვთქვათ დაიპყრეს მთელი კომპანია და ამის შემდეგ თვითონ მართავდნენ “იმედს” 2012 წლის ოქტომბრამდე. ეს არც თუ ისე შორეული წარსულია ჩვენი ქვეყნის, ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, მათ შორის უცხოელებს, ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენთვის ძალიან ფასეულია ის განცხადებები, რომელიც კეთდება, საინტერესოა მოვისმინოთ კრიტიკა, ოღონდ ჯანსაღი და ობიექტური კრიტიკა. დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ მივიღებთ, ვერც ჩვენი მეგობრებისგან, ვერც პარტნიორებისგან და მითუმეტეს, ჩვენი მტრებისგან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ მთავრობა რა თქმა უნდა, მოწოდებულია გააუმჯობესოს ის შედეგები, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილა ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დაფასება და სწორი შეფასება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით ქიბარ ხალვაში სამი წელი სრულიად უშედეგოდ ცდილობდა მათი ხელისუფლების პირობებში სამართლის აღდგენას და დარღვეული უფლებების აღდგენას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით ხალვაშმა რამდენჯერმე მიმართა პროკურატურას, თუმცა ხელისუფლება არ ჩარეულა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ საკითხებში. “მან არაერთგზით მიმართა პროკურატურას, რომ დაწყებულიყო გამოძიება “რუსთავი 2″-ის ძალდატანებით დათმობასთან დაკავშირებით. ამ ფაქტზე პროკურატურას გამოძიება ჩვენი ხელისუფლების დროს არ დაწყებულა. არ ჩავრეულვართ ასეთ საკითხებში, ვინაიდან გვესმის რა მეტად სენსიტიურობა მედიასთან დაკავშირებული საკითხებისა, ამიტომ ჩვენი პრინციპული პოზოცია იყო, რომ არ ჩავრეულიყავით მედიის თავისუფლებაში. სამი წლის თავზე ამ დაგროვილ აქტივს წყალში რომელი ხელისუფლება გადაყრიდა. ხომ უნდა იყოს საღი აზრი ამაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა