“ჩემთან შემოსულია კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურები”- ახალი მთავარი პროკურორი

108141211TEIAმთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის კანდიდატურებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე ამ დროისთვის იუსტიციის მინისტრთან ახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურებია შესული.

”მე კონსულტაციებისთვის ვადა მაქვს 13 ნოემბრამდე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უნივერსიტეტებს, საადვოკატო ბიუროებს, ადვოკატთა ასოციაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ მომაწოდონ მათთვის საინტერსო კანდიდატურები. ჯერ მხოლოდ ორი შემოთავაზებაა ჩემთან შემოსული, ეს არის კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურები, რომლებიც წამოსულია აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან, თუმცა მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კანდდიატურა შემოვიდეს. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებს ქალ კანდიდატურაზე, რადგან 3-პირიან სიაში, რომელიც უნდა შევადგინო, მინიმუმ ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, 3-კაციან სიას 14 ნოემბერს, დილით გამოაქვეყნებს.